TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბეჟანოს საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კონკურსი ჩატარდა
04-03-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

14 თებერვალს, მე-5 კლასში ჩატარდა ინგლისური ენის კონკურსი - „სუფთა კალიგრაფიული ნაწერი“, რომელსაც  საგნის პედაგოგი ნინო მელიქიძე ხელმძღვანელობდა. 

კონკურსს აკვირდებოდა სომხური ენა/ლიტერატურის, ქართულის, როგორც მეორე ენის და ინგლისური ენის მასწავლებლებით დაკომპლექტებული ჟიური. 

შეჯიბრს ასევე ესწრებოდა სკოლის დირექტორი იურა იაილოიანი.

კონკურსი მეტად საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო აღმოჩნდა. მე-5 კლასელებმა ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ჟიურის წევრებმა წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეაფასეს კონკურსის ყველა მონაწილის ნაშრომი. 

ნაშრომები იყო ანონიმური, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სუბიექტუერ მიდგომას გამორიცხავდა. 

ჟიურიმ პირველი, მეორე და მესამეადგილოსნები დაასახელა, რომელთაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. 

„აღნიშნულმა ღონისძიებამ მოტივაცია გაუღვივა მოსწავლეებს. მათ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის სურვილი კვლავ გამოთქვეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება