| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხიან სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე.
მე-5 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მაია ნოდიას ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გამართეს.
მე-5 კლასელებმა წაიკითხეს მოძიებული ინფორმაცია დავით აღმაშენებლის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს, ხოტბა შეასხეს მეფეთ-მეფეს, ადამიანს, რომელმაც აღმაშენებლის სახელით დაიმკვიდრა ადგილი საქართველოს ისტორიაში, აღნიშნეს მისი ღვაწლი ქართველი ერის წინაშე და მხატვრულად წაიკითხეს დიდი მეფისადმი მიძღვნილი ლექსები.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება. წელს წმინდანად შერაცხული მეფის გარდაცვალებიდან 900 წელი გავიდა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა