| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, საქართველოში ყველაზე საყვარელ დღესასწაულს - დედის დღეს აღვნიშნავთ. ამ ლამაზ დღეს კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეები აქტიურად გამოეხმაურნენ.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს პროექტი დედაზე. ისაუბრეს დედის დღის მნიშვნელობაზე, რას ნიშნავს მათთვის დედა და როგორ გამოხატავენ სიყვარულს, მადლიერებას და პატივისცემას დედების მიმართ. ასევე ისაუბრეს, როგორ და როდის დაიწყო დედის დღის აღნიშვნა მსოფლიოში.
ბავშვებმა გაიხსენეს დედებთან დაკავშირებული ყველაზე ძვირფასი და დასამახსოვრებელი მომენტები, დედებისთვის მოკლე მიმართვაც მოამზადეს და ყველაზე საყვარელი ადამიანების მიმართ, სიყვარული, მადლიერება და პატივისცემა გამოხატაე.
„დედის დღე - სიყვარულის, მზრუნველობის და თავგანწირვის აღნიშვნის დღეა“,- ერთხმად აღნიშნავენ „ჰელიოსელები“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა