TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N6 საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღეს კვირეული მიეძღვნა 
04-03-2025
-
+


ჟიული შარტავას სახელობის აფხაზეთის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საბჭოთა ოკუპაციის დღე. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სკოლაში ქართველ გმირთა სისხლით ნაწერი ისტორიის პატივსაცემისა და ეროვნული მეხსიერების შენარჩუნების მიზნით, კვირეული ჩატარდა.

მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაამუშავეს ლიტერატურულ კონტექსტში საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა და გაითავისეს, რომ ლიტერატურა ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებას, გაძლიერებასა და დაცვას ემსახურება. ის არის ერის სულიერი მემკვიდრეობის ნაწილი, რომელიც გადმოსცემს ისტორიას.

მოსწავლეებმა წაიკითხეს კოლაუ ნადირაძის ლექსი -  „25 თებერვალი“, რომელიც ეროვნული იდენტობის, თავისუფლებისა და ისტორიული ტრაგედიის სიმბოლური გამოხატულებაა, დაესწრნენ ფილმის - „ექვთიმე თაყაიშვილი“ ჩვენებას, დაამუშავეს საქართველოს ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით, კლასგარეშე ლიტერატურა და იმუშავეს ტესტებზე.

დამსწრე საზოგადოებამ გამოხატა ემოციური დამოკიდებულება კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე და მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს ეროვნული ტრაგედიის გახსენებისთვის და აღნიშნა, რომ ეროვნული სული დაუმორჩილებელია.

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწვალებელი მაია ესართია ხელმძღვანელობდა. 

შეგახსენებთ რომ, 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება