TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სამუდამოდ დარჩები ჩვენს გულში!“ - ნაგომარის საჯარო სკოლა ამაგდარ პედაგოგს - თამარ ნინიძეს ემშვიდობება
28-02-2025
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლა ამაგდარ პედაგოგს - თამარ ნინიძეს გლოვობს. 

მათემატიკის პედაგოგი არაერთი წელი ემსახურა ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს - განათლებული და ინტელექტუალური თაობის აღზრდას. 

სკოლაში მას ახასიათებენ, როგორც ღირსეულ პიროვნებას, პროფესიონალიზმით გამორჩეულ მასწავლებელს, სამაგალითო კოლეგასა და საიმედო მეგობარს. სკოლის პედკოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო. 

„ნაგომარის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებლის თამარ ნინიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

თამარი წლების განმავლობაში მუშაობდა ნაგომარის საჯარო სკოლაში, გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი გულისხმიერებით. განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს ამჟღავნებდა თითოეული მოსწავლის მიმართ, იყო საიმედო, გამორჩეულად კეთილი მეგობარი. 

დასანანია ასე უდროოდ მისი ამ ქვეყნიდან წასვლა. მშვიდობით მეგობარო!  სამუდამოდ იქნები ჩვენს გულში!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

etaloni.ge ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი პატივსაცემი და ღირსეული პიროვნების გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება