| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლის პეაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ.
შესაბამისად, წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანია სკოლაში აქტიურად შეუერთდნენ.
მთელი სასკოლო საზოგადოება გაერთიანდა საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“.
იაქტიურეს მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მანანა გვასალიას ხელმძღვანელობით, და წიგნის საჯაროდ კითხვის დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობა და სიამოვნება, რომელსაც კითხვის პროცესი მოაქვს. ბავშვებმა მეგობრებსაც წიგნიერების სამყაროში მოგზაურობისკენ მოუწოდეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა წიგნის კითხვის პოპულარიზაცია და მოზარდებში მხატვრული ლიტერატურის მიმართ ინტერესის გაღვივებას.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ და გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა