| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეების განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. სკოლის კვალიფიციურმა და გამოცდილმა პედაგოგებმა იციან, რომ დაწყებითი კლასებიდან მოსწავლეებში სხვადასხვა ტიპის უნარ-ჩვევების განვითარებას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს შემდგომში მათ წარმატებაზე, სწორედ ამიტომ ხშირად აღინიშნება სხვადასხვა ტიპის თემატური დღეები და ტარდება აქტივობები.
სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით სილვა ბურუჯანიანმა პირველკლასელებისთვის ჩაატარა ღონისძიება, რომელიც დედაენის დღეს მიეძღვნა. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით ჩაიარა. აქტივობამ კი დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...