TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვახსოვდეს საქართველოს მძიმე ისტორიული წარსული!“- თბილისის N132 სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კვირეული ჩატარდა
27-02-2025
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლაში 1921 წლის 25 თებერვლის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. 

სკოლაში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კვირეული ჩატარდა. 

კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის ქართული და რუსული სექტორის მოსწავლე-მასწავლებლები. 

მოეწყო ფილმის ჩვენება, მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბუკლეტები, კედლის გაზეთები.

კვირეულის დასასრულს ჩატარდა ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საქართველოს ანექსიაზე.

მოსწავლეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, თავისი შედეგებით, ერთ-ერთი ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს ისტორიაში. 25 თებერვალს მოხდა საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაცია რუსეთის ბოლშევიკური მთავრობის მიერ.

რაც მთავარია საქართველოს მთავრობა არ დათანხმდა საბჭოთა რუსეთის წინაშე კაპიტულიაციას, ბათუმში დამფუძნებელ კრებაზე გადაწყდა საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში წასულიყო და ბრძოლა ქვეყნის გათავისუფლებისათვის იქიდან გაეგრძელებინა. სამწუხაროდ, ემიგრაციაში წასული მთავრობა და საქართველოში დარჩენილი საზოგადოების ნაწილი ამაოდ ცდილობდა საერთშორისო ორგანიზაციების ყურადღების მიპყრობას.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამბროსი ხელაიამ 1922 წლის მაისში სპეციალური მემორანდუმი გაუგზავნა გენუის საერთაშორისო კონფერენციას. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პატრიოტი, კათოლიკოს პატრიარქი ამ მიმართვას შეეწირა და ის ბოლშევიკებმა დახვრიტეს. 

„ქართველი ხალხი, დღიდან ოკუპაციისა მებრძოლი სულითა და შემართები იბრძოდა სახემწიფოებრიობის აღდგენისთვის, მისი არაერთი მცდელობისა, აჯანყებებისა და პროტესტის მიუხედავად, საბჭოთა ტოტალიტარული მარწუხები არ აძლევდა გასაქანს მიეღწიათ სანუკვარი ოცნებისთვის, ენახათ სამშობლო გათავისუფლებული. მხოლოდ, 1991 წლს 9 აპრილს, მას შემდეგ რაც  მოხდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას მიერ. საქართველო გამოცხადდა 1918-1921 წლების რესპუბლიკის მემკვიდრედ“,- თქვეს მოსწავლეებმა და ხაზგასმით აღნიშნეს - „გვახსოვდეს საქართველოს მძიმე ისტორიული წარსული! არა ოკუპაციას!“.

ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა კოლაუ ნადირაძის ლექსი - „25 თებერვალი“.

25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ დღეს ვიხსენებთ. წელს საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა.1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება