| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მათი მოტივაციის ამაღლებასა და მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.
მათ შორის აღსანიშნავია, შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული, შთამბეჭდავი ინტეგრირებული გაკვეთილი.
„ბუნება ღვთაებრივი ჰარმონიის გამოვლინებაა, ადამიანი კი ამ ჰარმონიის ნაწილი“ - ინტეგრირებული გაკვეთილი მუსიკასა და ხელოვნებაში სწორედ ამ ღვთაებრივი ჰარმონიის გამოვლინებასა და მის ნაწილს, ბაროკოს ეპოქის გენიალურ კომპოზიტორს ანტონიო ლუჩიო ვივალდის მიეძღვნა“,- გვიყვებიან სკოლაში.
კომპოზიტორის ცხოვრება და მისი შეუდარებელი შემოქმედება - „წელიწადის დრონი“ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაციის სახით წარმოგვიდგინეს. წელიწადის დროების ეს საოცარი ცვალებადობა ვივალდის მუსიკის ფონზე, ულამაზესი ნახატების შექმნით დააგვირგვინეს.
ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაატარეს მუსიკის პედაგოგმა - თეა მერლანმა და ხელივნების მასწავლებელმა ნინელი სამსიანმა, რომლებიც მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო აქტივობებით ანებივრებენ.
„ეს დღე გამორჩეული და საინტერესო ფურცლად ჩაიწერა სკოლის ცხოვრებაში“,- დასძენენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას