სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღების მონიტორინგი-ანგარიშგების სისტემა დამტკიცდა - დეტალები
17-07-2025
-
+


სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემა დამტკიცდა, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტში არსებულ დაწესებულებებს ეხება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგზე, შეფასებასა და ანგარიშგებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მეშვეობით, მას კი ქმნის მერი.

დეტალურად გაწერილია მონიტორინგის პროცედურებიც:

1. მონიტორინგი ხორციელდება მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების პროცესის პარალელურად წელიწადში ორჯერ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ წინასწარ შემუშავებული წლის განრიგის მიხედვით.

2. მონიტორინგის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ დაწესებულების ინფორმირება უნდა მოხდეს ვიზიტამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, ზუსტი თარიღის მითითების გარეშე.

3. მონიტორინგი ხორციელდება სასწავლო-სააღმზრდელო წლის შუალედურ პერიოდში (შუალედური მონიტორინგი) და წლის დასასრულს (წლიური მონიტორინგი), დაწესებულების საბაზისო მაჩვენებლის და სამოქმედო გეგმის გათვალისწინებით.

4. ყოველი ზოგადი და კონკრეტული მიზნისთვის სამოქმედო გეგმაში უნდა გაიწეროს სამიზნე მაჩვენებელი და აქტივობა, რომლის შესრულება წარმოჩინდება შესრულების მაჩვენებლით და შესრულების დამადასტურებელი საშუალებით.

5. თითოეულ მიზანს უნდა ჰქონდეს სულ ცოტა ერთი სამიზნე მაჩვენებელი და შესაბამისი შესრულების მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს შესრულების იმ დონეს, რომლის მიღწევასაც მიზნად ისახავს დაწესებულება კონკრეტულ პერიოდში.

6. სამიზნე მაჩვენებლის დასადგენად უნდა მოხდეს საბაზისო მაჩვენებლის იდენტიფიცირება და ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობის გათვალისწინება, რომელთან მიმართებაშიც იზომება წინსვლა ან კეთდება შედარება. ყოველი მომდევნო სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში არსებული მდგომარეობა, როგორც წესი, არის წინა სასწავლო-სააღმზრდელო წლის ბოლოს დაფიქსირებული შესრულების დონე, პრიორიტეტები, საშუალო დონე (სხვა დაწესებულებების მიერ იმავე საკითხების შესრულების დონე), ხელმისაწვდომი რესურსები და სხვ.

7. მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი, მისი შექმნიდან 3 თვის ვადაში, მონიტორინგის მეთოდების გათვალისწინებით (დაკვირვება, გასაუბრება, აღნიშვნის ფურცლით შემოწმება) შეიმუშავებს მონიტორინგის ინსტრუმენტს და შესაბამისი ანგარიშის ფორმას, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.

8. საჯარო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურებას ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდებას, ვალდებულია დაწესებულების მონიტორინგის განხორციელების შესახებ შეტყობინებიდან 2 კვირის ვადაში ელექტრონული ან მატერიალური ფორმით სამუშაო ჯგუფს წარუდგინოს შიდა მონიტორინგისა და შეფასების შედეგების ამსახველი შუალედური და წლიური ანგარიშები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება