სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სწავლების ყველაზე მარტივი მეთოდები უცხოელი პედაგოგებისგან
29-12-2024
-
+


საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან სწავლების ეფექტური მეთოდების გამოყენება. აღსანიშნავია, რომ სწავლების მეთოდები მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, რომელიც ეხმარება პედაგოგს მოსწავლეებს მარტივად გააგებინოს ახალი მასალა.

უცხოელი პედაგოგები თავის ბლოგში გვიზიარებენ, მარტივ მეთოდებს, რომლებიც სასწავლო პროცესს ამარტივებს საინტერესოს ხდის:

მაგალითები:

ასეთ დროს, მასწავლებელი იწყებს თემის ახსნას ყოველდღიური ცხოვრების მაგალითებით, რომლებიც მოსწავლეებისთვის მარტივად აღქმადი და გასაგებია. მაგალითები შეიძლება იყოს უბრალო მოვლენები.

მოსწავლეებისთვის კონკრეტული მაგალითების გაზიარება, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში გამოიყენება ამარტივებს საგაკვეთილო პროცესს. ეს მათ ეხმარება უფრო მარტივად გაიგონ, როგორ გამოიყენება შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში.

ვიზუალური მასალები: 

გამოსახულებები, დიაგრამები, ვიდეოები ყველაფერს ბევრად მარტივად გასაგებს ხდის ახალ მასალას. როდესაც მასწავლებელი აჩვენებს ნათელ ვიზუალურ წარმოდგენებს, ეს ბევრად უფრო ადვილია მოსწავლეებისათვის.

ინტერაქციული სწავლება:

მნიშვნელოვანია, მოსწავლეები არა მხოლოდ მსმენელის როლში იყვნენ, არამედ უშუალოდ ჩართულები იყვნენ საგაკვეთილო პროცესში. კარგია როდესაც ბავშვები თავად სვამენ კითხვებს, მათი კითხვებით კარგად ჩანს, თუ რამდენად არიან დაინტერესებულები აღნიშნული საკითხით. კითხვა-პასუხის რეჟიმში ახალი მასალის ახსნა მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას უწყობს ხელს.

თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

ამ მიდგომით მოსწავლეებს უჩვენებენ როგორ უნდა გამოიყენენონ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში. ამ მეთოდით სწავლება ხდება მეტად მარტივი და ეფექტური. ეს მეთოდი მოსწავლეებზეა ორიენტირებული, ეხმარება მათ უშუალო გამოცდილების მიღებაში და თემის მარტივად გაცნობაში.

თანამშრომლობითი სწავლება 

კლასში სხვადასხვა კონკურსი და შეჯიბრება სასწავლო პროცესს მეტად საინტერესოს გახდის. ასევე კარგი იქნება თუ ხშირად ჩაატარებთ კლასში ჯგუფურ მუშაობას. ასე ბავშვები ერთმანეთის აზრის მოსმენას, პატივისცემას სწავლობენ და თანამშრომლობას სწავლობენ. ჯგუფში დისკუსიების დროს მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ იდეებს, რაც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება