სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თბილისში ხომ „ზამთარიც გაზაფხულია” - თბილისის N166 სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გასეირნება დედაქალაქის ისტორიულ ადგილებში 
25-11-2024
-
+


თბილისის N166 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაქალაქის ღისშესანიშნაობები დაათვალიერეს. 

მე- 5ბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - ნანა იოსელიანის ხელმძღვანელობით თბილისის ქუჩებში გაისეირნეს. 

ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

„წარსული და თანამედროვეობა რომ ერთი უწყვეტი ჯაჭვია, ეს მხოლოდ მშრალი ცოდნაა, რომელიც ცხოველმყოფელობას მაშინ იძენს, როცა მოზარდი თაობა ამ ჭეშმარიტებაში თავად დარწმუნდება, გაუხუნარი შთაბეჭდილებებით შეიგრძნობს ამას და მეტი ინტერესი გაუჩნდება ისტორიის მიმართ. განათლება ალის დანთებაა და არა ჭურჭლის ავსება“,- აღნიშნავს ექსკურსიის მნიშვნელობაზე საიბრისას პედაგოგი და დასძენს, რომ ცნობისმოყვარეობის, სიყვარულის, სიხარულის ცეცხლი დაანთო მე- 5ბ კლასის მოსწავლეების გულში ძველი თბილისის ქუჩებში გასეირნებამ და საინტერესო ისტორიების მოსმენამ.

მათ თვალწინ გადაიშალა ძველი თბილისის პანორამული სურათი: თბილისის გალავანი, მიწისქვეშა ბილიკი, ცუხე-გალავნის ნაშთები, შავთელის ქუჩა, ერეკლეს მოედანი, სიონი, ძველი ქარვასლა, მეიდანი, აბანოთოთუბანი, ქართული იარაღის მუზეუმი, ლეღვთა ხევი, მშვიდობის ხიდი და რიყის პარკი.

 „თბილისის მზე ათბობდა სივრცეს და ჩვენს გულებს, თბილისში ხომ „ზამთარიც გაზაფხულია”,- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეებს კვლავ არაერთ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება. 

იხილეთ ვიდეო:



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

ხედვის წერისას, ამ 9 შეცდომის გამო ქულა დაგაკლდებათ - რა უნდა გაითვალისწინოთ

როგორ ფასდება მოსწავლის აკადემიური მიღწევები - ეროვნული სასწავლო გეგმის 10-ქულიანი სისტემა და შეფასების დონეები

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

სკოლის დირექცია არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატებს წარმატებას ულოცავს

ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა მოსწავლეთა გულწრფელმა დამოკიდებულებამ
 
მრავალმხრივ საგანმანათლებლო გამოცდილებად ქცეული გაკვეთილი ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება