| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლო დღეების განმავლობაში etaloni.ge სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების ბლიც ინტერვიუებს სთავაზობს მკითხველს, სადაც ერთ-ერთი კითხვაა - რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევენ მოსწავლეებს.
პასუხებმა, რომლებიც საკმაოდ საინტერესო, მრავალფეროვანი და მრავალმხრივი აღმოჩნდა, გაგვახსენა არაერთი, ცოტა მივიწყებული ნაწარმოებიც კი, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა რჩევები გამომდინარეობდა მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებიდან - ბლიც-ინტერვიუში თითოეული რესპონდენტი ცდილობდა, შეეთავაზებინა ისეთი ნაწარმოები, რომელიც მაღალი ღირებულებების მატარებელია.
ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ერთგვარი რეიტინგი შეგვედგინა - თუ რომელი მწერალი ან ნაწარმოები მიაჩნიათ პრიორიტეტულად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ლიდერებს, მასწავლებლებს მათი საყვარელი მოსწავლეებისთვის და ყველაზე ხშირად რის წაკითხვას ურჩევენ მათ.
მაშ ასე, დირექტორთა და პედაგოგთა ბლიც ინტერვიუებით შედგენილ ვირტუალურ ბიბლიოთეკაშია მე-5 ადგილს იკავებს ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“, მე-4 ადგილზე კი მარკ ტვენის „ტომ სოიერი“ გახლავთ.
სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს არც ვაჟა-ფშაველა გამორჩენიათ და „კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა“, მე-3 ადგილს იკავებს თაროზე. მეორე ადგილზე კი ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიაა“.
რაც შეეხება დირექტორ-მასწავლებელთა საყვარელ მწერალს, ეს ნოდარ დუმბაძე გახლავთ, რომლის შემოქმედების გაცნობას ყოველ მოსწავლეს ურჩევენ, მათ შორის კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოთხრობას - Hellados.
და მაინც - რა უნდა წაიკითხონ ბავშვებმა ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით? - ამ კითხვას საუკეთესოდ პასუხობს izrune.ge-ს მიერ შემოთავაზებული ჩამონათვალი, რომელსაც ქმნის ფსიქოლოგების, პედაგოგებისა და სხვა კომპეტენტური პირებისგან შედგენილი გუნდი.
izrune.ge-არის ტესტირების ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს თემატური ტესტების და ოლიმპიადების სისტემურ გავლას, მათ შორისაა წიგნიერების ტესტი.
izrune.ge-მ უკვე დაამტკიცა, რომ ორიენტირებულია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე და ისიც ფაქტია, რომ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით შედგენილი „ბიბლიოთეკა“ პატარებს თვალსაწიერის გაფართოებაში ეხმარება.
გაეცანით izrune.ge-ს მიერ შედგენილ წასაკითი წიგნების სიას ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით: https://www.izrune.ge/?id=1847
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას