სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არ დაუშვა ბავშვების ცემა“ - ასტრიდ ლინდგრენის მთავარი სწავლებანი - მსოფლიო ბავშვების ბებია 117 წლის გახდებოდა
14-11-2024
-
+


დღეს, 14 ნოემბერს, „მსოფლიო ბავშვების ბებიის“ დაბადების დღეა - ასტრიდ ლინდგრენი 117 წლის გახდებოდა. etaloni.ge გთავაზობთ მთავარ გაკვეთილებს, რომელიც, საბავშვო მწერლის აზრით, ყველა ადამიანს გავლილი უნდა ჰქონდეს.

გიყვარდეს ბავშვები და არა ზრდიდე მათ: ასტრიდ ლინდგრენმა პირველივე წიგნის სიუჟეტიდან გამორიცხა უფროსები; მის წიგნებში, დიდები, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ დამკვირვებლები არიან, ხოლო უარეს შემთხვევაში - კომიკური ეპიზოდების მონაწილენი.

ლინდგრენის სამყარო, ეს ბავშვების სამყაროა, თანაც საოცრად მარტოსული ბავშვების... ბიჭუნა, რომელსაც არავინ ჰყავს, ძაღლიც კი; პეპი, რომლის დედაც ანგელოზია; ობოლი ბუსე „მიო, ჩემო მიოდან“... ლინდგრენმა სრულად შეცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მისი წიგნების გმირების მიმართ - ისინი იქმნებოდა არა იმიტომ, რომ ვიღაც აღეზარდათ, არამედ იმიტომ, რომ მკითხველს ნაკლებად მარტოსულად ეგრძნო თავი.

ეს იყო ლინდგრენის მთავარი მიზანი - მოესმინა ბავშვისთვის, სამყარო მათი თვალით დაენახა და ყოველთვის ბავშვების მხარეს ყოფილიყო.

ბავშვებს თავს არ მოახვიოთ საკუთარი ძალაუფლება: შვილისთვის ზღაპრის მოყოლა ასტრიდ ლინდგრენმა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო და წიგნად 1945 წელს გამოსცა. პეპი მწერლის ფანტაზიის ნაყოფია იმის შესახებ, თუ რა მოხდებოდა, ძალაუფლება უფროსებს რომ ჩამორთმეოდათ და ბავშვებს გადასცემოდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ლინდგრენის წიგნებში არ არის ანტისაომარი პათოსი, პეპი ცირკის არენაზე მაინც ამარცხებს „ადოლფს“.

ახალგაზრდა ასტრიდ ლინდგრენი მოკლედ იჭრიდა თმას, ეცვა ბიჭურად, იყო უშუალო ურთიერთობებში, ათასობით ბავშვისგან იღებდა წერილებს და ცდილობდა, არც ერთი მათგანი უპასუხოდ არ დაეტოვებინა.

ლინდგრენის ცხოვრებისეული კრედო იყო - „არ ითვალო ფული სხვის ჯიბეში“

იგი კარგად ართმევდა თავს ფინანსებს, 70 წლისა კი მილიონერი იყო, თუმცა არასოდეს შეუცვლია საცხოვრებელი და გამომუშავებულ თანხას, თითქმის სრულად ახმარდა ქველმოქმედებას. მოხდა ისე, რომ სახელმწიფომ მას გადასახადების გადაუხდელობისთვის ვალი დააკისრა - ლინდგრენს საკუთრი შემოსავლის 102 პროცენტი უნდა გადაეხადა და სწორედ ამიტომ მან გამოაქვეყნა პირველი ზღაპარი დიდებისთვის; ავტორი ყვებოდა საბავშვო მწერალზე, რომელსაც, უყვარდა თავისი ქვეყანა, სამშობლომ კი იმდენი ვალი დაადო, როცა გადაიხდიდა, მხოლოდ მოწყალების იმედად დარჩებოდა.

ფინანსთა მინისტრმა მწერალს უპასუხა: თქვენ კარგი მეზღაპრე, მაგრამ ცუდი ფინანსისტი ხართო, რაზეც ლინდგრენმა განაცხადა: მე გადასარევი ფინანსისტი ვარ, ჩვენი მინისტრი კი მშვენიერი მეზღაპრე იქნებოდაო... საბოლოოდ დიდი სკანდალი აგორდა და შედეგად, იმ წელს პირველად, 44 წლის განმავლობაში, სოციალ დემოკრატებმა არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა ვერ მოიპოვეს.

არ დაუშვა ბავშვების ცემა - ეს გახლდათ ლინდგრენის მთავარი რჩევა უფროსებისთვის. 1978 წელს, მას მიანიჭეს წიგნისშემქმნელთა პრემია და დაჯილდოებისას სთხოვეს სიტყვით გამოსვლა. ლინდგრემა წარდგენის სიტყვა კომიტეტს წინასწარ გაუგზავნა და მისმა შინაარსმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა მწერალმა თქვა - თუ ამ სიტყვის წარმოთქმის საშუალება არ მომეცემა, პრემიაზე უარს ვიტყვი.

ლინდგრენის სიტყვამ საქვეყნოდ გაიჟღერა - ის მიმართული იყო ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ; სამყაროში მშვიდობა არასოდეს დაისადუგრებს, სანამ ბავშვები იქნებიან ძალადობის მსხვერპლი! ლინდგრენის სიტყვამ ბევრი რამ შეცვალა და უკვე მომავალ წელს შვედეთში მიიღეს კანონი, რომელიც კრძალავდა ბავშვებზე ძალადობას, მათ ფიზიკურ დასჯას სკოლებსა და ოჯახებში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE საზეიმო ღონისძიება დაიწყო - სპეციალურ ჯილდოებსა და სიგელებს „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

როდის უნდა ამობეჭდოთ და რა უნდა იცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ

IZRUNE.GE საზეიმო ღონისძიება დაიწყო - სპეციალურ ჯილდოებსა და სიგელებს „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს

ადმინისტრაციულ ტექნიკურ პერსონალს ხელფასი 20%-ის ფარგლებში გაეზარდა

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

IZRUNE.GE საზეიმო ღონისძიება დაიწყო - სპეციალურ ჯილდოებსა და სიგელებს „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი გადასცემს

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება