სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეები რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ  
13-11-2024
-
+


მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.

11 ოქტომბერს კი, VI კლასის მოსწავლეები რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ. 

„რევაზ ინანიშვილი-ჩუმი და უხმაურო მწერალი“, - ამ გზავნილით, მოსწავლეები მის შემოქმედებას ეზიარნენ და ნახეს ადგილი, სადაც მწერალი გაიზარდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ ეს დღე, რადგან ისინი პირველად შეხვდნენ დიდ მწერალს მისსავე სახლ-მუზეუმში, აღსანიშნავია, რომ ცოტა ღელავდნენ კიდეც. 

მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მუზეუმის დირექტორს, მაგდა ოღრაპიშვილს გულთბილი მიღებისათვის. 

„მწერალივით ჩუმი და უხმაურო იყო მუზეუმიცა და მისი ეზოც... ახლა რომ ხელმეორედ ვატარებდეთ ღონისძიებას, მოვიწვევდით: რევაზ ინანიშვილის მეზობლებს; მის შვილიშვილს, რომელსაც იქვე უცხოვრია და ჩვენ არ ვიცოდით; იმ ბავშვებს, ვინც ჩვენ შემდეგ მოვიდნენ მუზეუმში...“, - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება