სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოსწავლეზე მოძალადე პედაგოგი სკოლაში დატოვეს, მე გამათავისუფლეს“ - N24 სკოლის ყოფილი დირექტორი, გიორგი კაკაბაძე საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება
09-02-2026
-
+


„მასწავლებელს/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს მოსწავლის მიმართ ძალადობისთვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ეზღუდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება. ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესს ადგენს მინისტრი“, - ზოგადი განათლების კანონში შესული ცვლილების თანახმად, მასწავლებელს მოსწავლეზე ძალადობის შემთხვევაში, გარკვეული შეზღუდვები დაუწესდება - საკითხს განათლების მინისტრის მიერ გამოცემული კანონქვემდებარე აქტი დაარეგულირებს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა სახის გადაცდომაზე, რა სახის სანქცია-სახდელი იქნება გათვალისწინებული.

მას შემდეგ რაც ინფორმაცია etaloni.ge-ზე გამოქვეყნდა, მოგვმართა თბილისის N24 საჯარო სკოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი კაკაბაძემ, რომლის სკოლიდან დათხოვნას სწორედ მოსწავლეზე პედაგოგის სავარაუდო ძალადობაზე რეაგირება დაედო საფუძვლად.

N24 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ:

„მოგახსენებთ დოკუმენტებით გამყარებულ ფაქტებს, რომლებიც მკაფიოდ და ნათლად ასახავენ სამინისტროს შემადგენლობის ქმედებებს მოსწავლეების ფიზიკური შეურაცხყოფის კონკრეტულ შემთხვევაში და დასკვნას, შეიძლება თუ არა სამინისტროს ამ შემადგენლობის ნდობა ბავშვებზე ძალადობის გამოკვლევის შემთხვევებში, თქვენ, მკითხველს მოგანდობთ.

პირველ რიგში, ალბათ, უნდა წარმოგიდგეთ. 2013-2023 წლებში ვასრულებდი ქ.თბილისის N24 საჯარო სკოლის დირექტორის ფუნქციებს. 2023 წლის 29 დეკემბერს, მინისტრ გიორგი ამილახვარის ბრძანებით გავთავისუფლდი თანამდებობიდან. გათავისუფლების მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ სამსახურში, მინისტრის ოფიციალური მოთხოვნის შესაბამისად, არ აღვადგინე მასწავლებელი. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ მასწავლებელს, მისი გათავისუფლების საკითხი სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული და შესაბამისად, მინისტრის მიერ მისი სამსახურში აღდგენის მოთხოვნა, მისი მხრიდან, 3 კანონის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევას წარმოადგენდა.

სამინისტრომ ამ მასწავლებელთან დაკავშირებით სკოლაში 2 ინსპექტირების პროცესი განახორციელა. ამ პროცესების ფარგლებში, ჩემს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებს შორის იყო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ ერთ-ერთი კლასის მოსწავლეებმა განაცხადეს ამ მასწავლებლის მხრიდან მათი ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ. ეს მოსწავლეები გამოკითხეს სკოლის მანდატურებმა და მოსწავლეებმა მათთანაც დაადასტურეს, რომ ეს მასწავლებელი მათზე ძალადობდა. ჩემს მიერ წარმოდგენილი იქნა მოსწავლეთა მშობლების განცხადებები, რომლებშიც მშობლები წერდნენ, რომ ესწრებოდნენ თავიანთი შვილების გასაუბრებას დირექტორთან, სადაც მათ დააფიქსირეს, რომ მასწავლებელი მათზე ძალადობას ახდენდა. წარმოდგენილი იქნა დამრიგებლის ახსნა-განმარტება, რომელშიც იგი ადასტურებდა, რომ მას დაურეკა მშობელმა და აცნობა, რომ მისი ინფორმაციით ამ მასწავლებელმა მის შვილი ფიზიკურად შეურაცხყო. წარმოდგენილი იყო დოკუმენტაცია იმის შესახებ, რომ ეს საკითხი, წესისამებრ გადაეცა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს განსახილველად.

სამინისტროს მხრიდან, პირველი ინსპექტირების პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით განხორციელდა.

ინსპექტირება, კი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო, რაც აგრეთვე კანონდარღვევას წარმოადგენს. სწორედ იმ ერთადერთი პროფკავშირის პრეზიდენტის, რომელთანაც სამინისტროს 2017 წლიდან გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მონაწილეობს სამინისტროს მიერ რეფორმების დაგეგმვაში და განხორციელებაში და არასდროს არ გამოუცხადებია პროტესტი. პირიქით ყველაფერზე თანხმობას გამოთქვამს.  იმ რეფორმებზეც კი, რომლებიც უკვე მთავრობამაც კი აღიარა  არაადეკვატურად და არაეფექტურად. ამავე დროს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ორგანიზაციის  ბიუჯეტი 500 000 ლარის ფარგლებშია თვეში, გრანტების და სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გარეშე.

საქმე იმაში გახლავთ. რომ ეს მასწავლებელი, ამ ორგანიზაციის ე.წ. „ლიდერი“ გახლავთ.

 (თუ ამ ე.წ. „ლიდერის“ ფეისბუქპოსტს დავუჯერებთ, ის და სხვა ლიდერები, დაბადების დღეებს მათი პროფკავშირის პრეზიდენტის მონტენეგროს ვილაზე ზეიმობენ)

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი სამინისტროს ავალდებულებს განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყროს ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს. ბავშვის უფლებათა კოდექსი ავალდებულებს, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპებით იხელმძღვანელოს, რაც ბავშვისთვის აზრის გამოთქმის საშუალების მიცემის აუცილებლობას და სპეციალური ფსიქოლოგის ჩართვას მოითხოვს პროცესებში, რათა გამოირიცხოს ბავშვზე გავლენის განხორციელება მშობლისგანაც კი, მაგრამ სამინისტრომ ეს არ გააკეთა. მეტიც, ინსპექტირების დასკვნაში წერია, რომ ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, მისი შვილი შეესწრო აღნიშნულ ინციდენტს, თუმცა არც ინსპექტორს და არც მის უფროსს, შიდა აუდიტის უფროსს არანაირი ზომები არ მიუღიათ და არც სკოლისთვის უცნობებიათ ახალი გარემოების აღმოჩენის შესახებ.

ამ დროისთვის ჩემი გათავისუფლების საკითხი სასამართლო განხილვის პროცესშია, მოპასუხეს მხარეს წარმოდგენს სამინისტრო. მას წარმოდგენენ სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც შესაგებელში ჩაწერეს, რომ მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაციაზე რეაგირება სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის.

დღეს ეს მასწავლებელი მუშაობს სკოლაში. იგი წარმოადგენდა სკოლის სამეურვეო საბჭოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და სამეურვეო საბჭოში, რომელიც მშობლის და მოსწავლის საჩივრის განმხილველი ბოლო და უმაღლესი ორგანოა სკოლაში, წარმოდგენილი 6 მასწავლებლიდან 5 ამ ორგანიზაციის წევრი და სამეურვეო საბჭოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ანუ იმ მასწავლებლის „თანამებრძოლია“, რომელიც სამინისტრომ უკანონოდ აღადგინა სკოლაში ჩემი გათავისუფლების შემდეგ და რომლის მხრიდან მოსწავლეების ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ დიდი მოცულობის ინფორმაცია დღემდე გამოუკვლეველია კანონმდებლობის შესაბამისად.

კიდევ ერთხელ. ჩემს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შემიძლია დავადასტურო დოკუმენტალურად და ეს დოკუმენტაცია აქვს სამინისტროს. უკვე მესამე წელი დაიწყო და რეაგირება სამინისტროს მხრიდან არ ჩანს.

მთელ ამ პროცესებში მონაწილეობდნენ სამინისტროს ის თანამშრომლები, რომლებიც დღესაც თავის თანამდებობაზე არიან და ზოგად განათლებას კურირებენ.

და კიდევ ერთხელ, ბატონი ზვიად გაბისონიას განცხადება -  „კარგი იქნება თუ ამ საკითხის დელეგირება სამინისტროზე მოხდება“ - ნამდვილად სასარგებლო იქნება მოსწავლეებზე ძალადობის საკითხის სამინისტროს იმ შემადგენლობისთვის მინდობა, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ? როგორ ფიქრობთ?


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება