| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შოთა ხურციძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ საპრასიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა.
მოსწავლეებმა პრეზენტაციით აჩვენეს აუდიტორიას მწერლის მოკლე ბიოგრაფიული და შემოქმედებითი მოღვაწეობა. ბავშვებმა წაიკითხეს ცნობილი ადამიანების მწერლისადმი მიძღვნილი ლექსები და სიტყვები, მათ ასევე, გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის ცნობილი გამონათქვამები, ვრცლად ისაუბრეს ილიას მკვლელობაზე, სასამართლო სხდომაზე.
ამ დღეს ასევე, სკოლაში, გაიმართა ფილმის - „ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ქრონიკა“ ჩვენება.
ღონისძიების ხელმძღვანელები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: ქრისტინე ონიანი და ნინო ვაშაყმაძე იყვნენ
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს
მოსწავლის ნაშრომი შეირჩა საუკეთესოთა შორის და გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ