| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქალაქ ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, ასეთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი, სკოლის 1-ელ კლასში ჩატარდა.
„სკოლის I ა კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ მაკა ცერცვაძესთან ერთად ჯადოსნური და ფერადი თავგადასავალი დაიწყეს და სიყვარულით შეეგებნენ ანბანის შემობრძანებას“, - გვიყვებიან სკოლაში.
ლამაზად გაფორმებულმა საკლასო ოთახმა მოსწავლეებს საზეიმო განწყობა შეუქმნათ და როგორც გვიყვებიან, ცოდნის მწვერვალებისკენ სავალი გზის დასაწყისი, ბედნიერების გასაღები ცოდნის სამყაროში კიდევ უფრო გაულამაზა.
სხვადასხვა აქტივობაში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
„ეს დღე მართლაც არის ერთი დიდი ზღაპრის დასაწყისი, სადაც ყოველი ასო და ყოველი სიტყვა ხდება ახალი ბიძგი ბედნიერებისა და წარმატებისა. მოსწავლეებმა შეაჯამეს ნასწავლი და ლამაზი ლექსებით მოეფერნენ სამშობლოს, ენას, იაკობ გოგებაშვილს და დედაენას, დედაენას რომელიც არის 33 ბედნიერების საფეხური, სასწაულმოქმედი გზა და ბილიკი, რომელიც ამ საოცარ პატარებს სიბრძნის მწვერვალებთან მიიყვანს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პირველკლასელებს ეს ლამაზი დღე ასევე მიულოცა და წარმატებები უსურვა სკოლის დირექტორმა, ცირა ბრეგვაძემ.
ეს დღე დასამახსოვრებელი და საინტერესო იყო თითოეული მოსწავლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა