სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წმინდა მოწამეობრივი გზა უფლის გზაა და რჩეულთა ხვედრია“-ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტის შთამბეჭადავი პრეზენტაცია
05-11-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

1-ელ ნოემბერს მე-10 კლასის მოსწავლეებმა, (დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელი ფიქრია ჯიმშელეიშვილი) პროექტის - „წმინდა მოწამეობრივი გზა უფლის გზაა და რჩეულთა ხვედრია“ პრეზენტაცია გამართეს. 

პროექტის პრეზენტაციას მოსწავლეებმა და მათმა პედაგოგმა ფიქრია ჯიმშელეიშვილმა ორი გაკვეთილი დაუთმეს. 

პროექტი მოიცავდა  ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებთა განხილვას, ბიბლიურ სახე-სიმბოლოებზე დაკვირვებას, თანამედროვე აქტუალური პრობლემების წარმოჩენას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მონაწილეები კარგად იყვნენ მომზადებულნი, გამოირჩეოდნენ არჩეული საკითხების ციდნით.

მოსწავლეების ნაწილმა ზეპირად და ეფექტურად წარმოადგინა თემა.

თუ რა საინტერესო იქნებოდა პროექტისთვის დათმობილი ორი საგაკვეთილო საათი, წარმოდგენილი თემებიდანაც ჩანს: 

„შუშანიკი-წმინდანობის მოწამოებრივი ხატი“ (ავტორი - ანასტასია გურეშიძე), „ვარსქენ პიტიახში ძალაუფლების მოყვარე კაცი“ (ავტორი - თეკლა ჯულაყიძე), „იაკობ ხუცესი-ავტორი, მთხრობელი და პერსონაჟი“ (ავტორი - მათე მესხორაძე), „მე-5 საუკუნის ქართლი და ვახტანგ გორგასალი“ (ავტორი - გიორგი კახიძე), „შუშანიკის წამების“ მიხედვით აღდგენილი ისტორიული რეალობა“ (ავტორი - ლიზი ლორთქიფანიძე, ანა პირტახია), „შუშანიკი - დედა, დედოფალი, წმინდანი“ (ავტორი - ნია ჭოლოკავა), „ბიბლიური პარალელები „შუშანიკის წამებაში“ (ავტორები - ლევან ლევიძე, ლუკა გურეშიძე), „მათეს სახარება და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები“ („შუშანიკის წამება“, „აბო თბილელის წამება“) (ავტორები - დათო ჟორჟოლიანი, ლიზი რობაქიძე, ელენე ნებიერიძე და ელენე ხუჯაძე). „პეიზაჟი ზეპირსიტყვიერებასა და „შუშანიკის წამებაში“ (ავტორი - მარიამ ბუსხრიკიძე), „თანამედროვე გენდერული პრობლემები და ძველი ტექსტები“ (ავტორი - ნათია კვერნაძე), „აბო-თბილისის მფარველი წმინდანი“ (ავტორი - ლუკა სარალიძე), „ქსენოფობიის პრობლემები და ძველი ტექსტები“ (ავტორი - ბარბარე ვარდანიძე), „კაცი ერთი სპარსი“ (ავტორი - დავით პაპიაშვილი), „სიცოცხლე უზენაესი ღირებულებაა, მაგრამ ზოგისთვის თავისუფლებას უფრო ღირებულია“ (ავტორები - ლუკა ბელთაძე, სოზარ ლომთაძე, გიგი ჭანჭალეიშვილი, ანდრია გუგუშვილი), „ჰაგიოგრაფიულ მწერლობის მოარული სიუჟეტები“ (ავტორები - თეკლა ბარათაშვილი, თეკლა კიკვაძე),  „ბედნიერება ტანჯვის გზით ანუ ადამიანი გოლგითის გზაზე“ (ავტორი - ლუკა მარდალეიშვილი), „ადამიანური შიში განსაცდელის წინაშე“ (სულიერი მარტოობის განცდა) (ავტორი ამირან ლილუაშვილი).

პროექტს ოსტატურად უძღვებოდა ლუკა მარდალეიშვილი. სლაიდების ავტორი ლუკა გამრეკლიძე გახლავთ. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, პრეზენტაციას კი სამაგალითოდ გაართვეს თავი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება