სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე შთამბეჭდავი ღონისძიეიბთ აღინიშნა 
05-11-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლაში პედაგოგების შრომა და ღვაწლი დაფასებულია. შესაბამისად, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს - იმღერეს, იცეკვეს,  და საყვარელ მასწავლებლებს ასე მიულოცეს პროფესიული დღე.

„მოსწავლეები დიდი სითბოთი და პატივისცემით მიეფერენ მასწავლებლებს, წაიკითხეს ლექსები, უმღერეს მასწავლებელზე შექმნილი სიმღერები, სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა კი ქართული ცეკვებით გაალამაზა ღონისძიება“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა ასევე, გაიხსენეს სკოლის გარდაცვლილი მასწავლებლები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას, განსაკუთრებული სიყვარულით აღნიშნეს სკოლის ამაგდარი პედაგოგების ღვაწლი და მათი მიღწევები.

სკოლის დირექტორმა - გიული დავითაძემ მასწავლებლის ეროვნული დღე მიულოცა და ყველა მასწავლებელს ყვავილის თაიგულები გადასცა. ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა პედაგოგისთვის საჩუქრად უფასო ექსკურსია დაგეგმა.

„ის ფაქტი, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ასპარეზობენ სხვადასხვა საგნობრივ ოლიმპიადებზე, კონკურსებში თუ ეროვნულ გამოცდებზე, სადაც მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ, უპირველესად ჩვენი სკოლის პედაგოგების დამსახურებაა. მადლობა თქვენ ამ შრომისათვის“, -  აღნიშნა სკოლის დირექტორმა გიული დავითაძემ და თანამშრომლებს თანადგომა აღუთქვა მომავალშიც.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, როგორც გვიყვებიან, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს სკოლის ყოფილ დირექტორს - ტარიელ ქათამაძეს.

„ის 2006 წლიდან 2024 წლის ივნისამდე ხელმძღვანელობდა სკოლას და ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა“, - ამბობენ სკოლაში.

სკოლის დირექტორის მოადგილეებმა: ციური დიასამიძემ და დიანა თედორაშვილმა სკოლის პედაგოგების სახელით საპატიო დიპლომი გადასცეს ტარიელ ქათამაძეს.

„მისი ხელმძღვანელობით სკოლაში ძირეული ცვლილებები განხორციელდა და რეფორმის კვალდაკვალ მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევდნენ, რაც დაუვიწყარი იქნება სკოლის ისტორიისთვის“, - აღნიშნეს სკოლის დირექტორის მოადგილეებმა.

ტარიელ ქათამაძემ კი მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ერთად გატარებული წლებისთვის და კვლავ წარმატებები უსურვა პედაგოგიურ სარბილზე.

აღსანიშნავია, რომ მის შემდგომ, დღეს სკოლას წარმატებით ხელმძღვანელობს გიული დავითაძე, რომელიც არაერთი წარმატებული პროექტისა თუ აქტივობის ფუძემდებელია.

ეს დღე ძალიან ემოციური და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

სკოლაში, ემოციებით დატვირთული ღონისძიების ხელმძღვანელს - ნაილე სურმანიძეს და სკოლის ანსამბლის მასწავლებლებს დღის გალამაზებისთვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება