| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დამტკიცდა ბიზნეს-ანალიტიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, სადაც აღწერილია ბიზნეს‐ანალიტიკის სფეროში მაგისტრის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად საჭირო მინიმალური სწავლის შედეგები, სწავლა‐სწავლების, შეფასების მეთოდები და სხვა არსებითი მახასიათებლები.
ბიზნეს‐ანალიტიკის დარგობრივი მახასიათებლით განსაზღვრული დებულებები, გარდა სარეკომენდაციო ხასიათისა (სწავლა‐სწავლებასთან, შეფასებასა და რესურსებთან მიმართებით), სავალდებულოა შესასრულებლად ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, რომლებიც გეგმავენ/ახორციელებენ ბიზნეს‐ანალიტიკის სფეროში სამაგისტრო საფეხურის ერთწლიან (მინიმუმ 60 კრედიტი) ან ორწლიან (მინიმუმ 120 კრედიტი) საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს.
დოკუმენტები განთავსებულია ბმულზე - https://eqe.ge/ka/page/static/1028/biznesi-administrireba-da-samartali
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ