სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოში გპფ-ს ინვესტიცია 1 მილიონ ლარს აღწევს
07-10-2024
-
+


გასულ კვირას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გამოვლინდა. 2024 წლის გამარჯვებული ქ. თბილისის N126 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი, ნათია უჩავა გახდა. კონკურსი 2017 წლიდან ხორციელდება და წლების განმავლობაში  არაერთი წარმატებული მასწავლებელი გამოვლინდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში.

კონკურსს საუკეთესო ათეულიც ჰყავს, სადაც უკვე 80 ნიჭიერი, გამორჩეული და საქმეზე შეყვარებული პედაგოგია გაერთიანებული, რომლებიც „ათეულის კლუბის“ ფარგლებში არაერთ საინტერესო საქმიანობასაც ახორციელებს.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის იყვნენ: 

  • გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 

  • ნათია ნარსავიძე – დმანისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი; 

  • დიმიტრი პოპოვი – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი; 

  • სოფიო ქუხილავა – მესტიის მუნიციპალიტეტის  სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი. 

აღნიშნულ პროექტს, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წლიდან აფინანსებს  და ჯამში 1 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს ჩადებული მხოლოდ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში. საერთო ჯამში კი, ფონდის ინვესტიცია საგანმანათლებლო პროექტებში სცილდება 4,5 მილიონ ლარს, ხოლო ფონდის მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით უკვე 35-ზე მეტი საგანანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. 

კონკურსის გენერალური სპონსორის გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გარდა, მისი მხარდამჭერები არიან: ოქროს სპონსორი ლიბერთი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მხარდამჭერები: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc), ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.

გპფ-მ გამარჯვებულს 15 000 ლარი გადასცა, ფინალისტები, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ოქროს სპონსორმა ლიბერთიმ 5000 ლარით, ხოლო საუკეთესო ათეულის დანარჩენი წევრები 2500 ლარით დააჯილდოვა. ასევე, ღონისძიებაზე საუკეთესო ათეულის წევრებმა მიიღეს სხვადასხვა პრიზები, რომელსაც ყოველ წელს ჯილდოს მხარდამჭერები აწესებენ. 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მერვედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება