სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო , რჩევები

1,5 ასაკში ბრტყელტერფიანობის სამკურნალოდ ნებისმიერი მასაჟი მასაჟისტების ბიზნესი და დედის ფსიქოთერაპიის გზაა - ექიმი კომაროვსკი
07-06-2018
-
+


ბევრ მშობელს მოსვენებას არ აძლევს აზრი, რომ მათ შვილს ბრტყელი ტერფი აქვს. პედიატრებიც ხშირად ჩვილ და ახალფეხადგმულ ბავშვებს ფეხის ტერფის თაღის გამოსაკვეთად სხვადასხვა მასაჟს და ვარჯიშებს სთავაზობენ. 

საკითხთან დაკავშირებით ცნობილი პედიატრის ევგენი კომაროვსკის შეხედულებას გთავაზობთ: 

„გაოცდებით, მაგრამ 1,5 ასაკში ჩემი ორივე შვილი ბრტყელტერფიანი იყო. ალბათ, უფრო მეტად გაგიკვირდებათ, როცა შეიტყობთ, რომ ყველა წლინახევრის ბავშვს, რომელიც მინახავს, ასევე ბრტყელი ტერფი ჰქონდა. მოდით გავერკვეთ.

ბრტყელტერფიანობა შეიძლება ორი სახის იყოს და მათი გარჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.

1. ანატომიური ბრტყელტერფიანობა - ეს თანდაყოლილი მდგომარეობაა და ამაში დამნაშავე არავინ არის, უბრალოდ არ გაგიმართლათ - ძვლებს, რომლებიც ფეხს აყალიბებს, დამახასიათებელი თაღი არ აქვს. ამ შემთხვევაში პრობლემის რადიკალურად გადაწყვეტა, მხოლოდ ერთი მეთოდით - ოპერაციით არის შესაძლებელი, ან შეგუება. 

2. ფუნქციური ბრტყელტერფიანობა - ძვლები - კუნთები - მყესები გამართულია, მაგრამ რადგან კუნთები არ მუშაობს, ისე როგორც წესია ტერფის თაღი არ ვითარდება. ასეთ სიტუაციაში დამნაშავის პოვნა მარტივია. 

საქმე ის არის, რომ რომ პატარა ბავშვებს ტერფის თაღი ფაქტობრივად არ აქვთ, იგი დაახლოებით 8-10 წლის ასაკში ფორმირდება, მაგრამ მისი ჩამოყალიბება ხდება მაშინ, როცა ბავშვს საკმარისი ფიზიკური დატვირთვა აქვს, დარბის და უსწორმასწორო ზედაპირზე ფეხშიშველა დადის. მშობლები კი საჭირო ზომის ხარისხიან ფეხსაცმელს აცმევენ.

ნათელია, რომ 1,5 ასაკში ბრტყელტერფიანობის დადგენა თითქმის ნებისმიერი ბავშვისთვის განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი და რა თქმა უნდა, ასეთი ბრტყელტერფიანობა სრულიად ბუნებრივია და მკურნალობას არ საჭიროებს. 1,5 ასაკში ბრტყელტერფიანობის სამკურნალოდ ნებისმიერი მასაჟი, როგორც წესი, მასაჟისტების ბიზნესი და დედის ფსიქოთერაპიის გზაა,“- აღნიშნავს ცნობილი პედიატრი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება