TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო
08-07-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას ღირსეული, საკუთარი საქმის პროფესიონალი დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე მართავს. 

ის სწავლების თანამედროვე მოთხოვნებს ყოველთვის ფეხს უწყობს. აღსანიშნავია, რომ 4 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ქუთაისის სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ სამუშო შეხვედრას წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა ესწრებოდა, რომელმაც სკოლაში დაბრუნებისას, კოლეგებს სამინისტროს მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო და დასძინა, რომ ყველა მასწავლებელს, ახალი სახელფასო პოლიტიკით, მინიმუმ 200, მაქსიმუმ 800 ლარი მოემატა. 

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განათლების რეფორმა განიხილეს. კერძოდ, სახელფასო ცვლილებებზე მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ამომწურავად ისაუბრა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მანვე დაანონსა სისტემაში განსაზღვრული მომავალი ცვლილებების შესახებ.

შეხვედრას სკოლის დირექტორებთან ერთად საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსებიც ესწრებოდნენ.

„გთავაზობთ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებელთა გაზრდილი ხელფასების სტატისტიკას, რისთვისაც მადლიერებას გამოვხატავთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ.

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებს ხელფასი საათების რაოდენობის, გამოცდილების, განათლების შესაბამისად, გაეზარდათ, კერძოდ:

  • 200 ლარით - 15 მასწავლებელს;
  • 200-დან 300 ლარამდე - 5 მასწავლებელს;
  • 300-დან 400 ლარამდე - 6 მასწავლებელს;
  • 400-დან 500 ლარამდე - 4 მასწავლებელს;
  • 500-დან 600 ლარამდე - 7 მასწავლებელს;
  • 600-დან 700 ლარამდე - 7 მასწავლებელს;
  • 700-დან 800 ლარამდე - 2 მასწავლებლს;
  • 828 ლარით - 1 მასწავლებელს.

ჯამში სკოლის სახელფასო ფონდი გაიზარდა 18 682,59 ლარით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება