| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის საგანმანათლებლო პროექტი მასშტაბური კონკურსის გამარჯვებულია.
სკოლებს შორის თანამშრომლობაზე ორიენტირებული პროექტის - „ემეგობრე“ ხელმძღვანელი პედაგოგი სოფიკო გვარამაძე გახლავთ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი „ემეგობრე“ გამარჯვებულად საზეიმოდ დასახელდა.
„ეს არის პროექტი, რომელიც აერთიანებს სკოლებს შორის მეგობრობას, ურთიერთთანამშრომლობას, რაც გულისხმობს სკოლებში სიახლეების დანერგვას მოსწავლეების განვითარებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში, პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და გამარჯვება ახარებთ.
კონკურსის - „ყველაზე კრეატიული საგანმანათლებლო პროექტი“ დასკვნითი ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება 7 ივნისს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა.
კონკურსი - „ყველაზე კრეატიული საგანმანათლებლო პროექტი“, მუნიციპალიტეტის მერის - მელქონ მაკარიანის გადაწყვეტილებითა და ახალქალაქის რესურსცენტრის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მასწავლებლებისთვის ჩატარდა და მიზნად ისახავს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების წახალისებას.
გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა
საპრიზო ადგილზე გასულ მასწავლებლებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - მკრტიჩ მღდესიანმა, საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანმა, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ოლგა მელიქიძემ, რესურსცენტრის დირექტორმა - ტერეზა ჩივჩიანმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გამარჯვება მიულოცეს და სიმბოლურად, 500-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები და ყვავილები გადასცეს. აღსანიშნავია, რომ 100-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები და ყვავილები კონკურსში მონაწილე ყველა მასწავლებელს გადაეცა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა