| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მომავალი თაობის განვითარების, მოტივირებისა და წარმატებისთვის ყველაფერი კეთდება.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ კურსდამთავრებულები თუ მოსწავლეები არაერთ აქტივობაში ერთვებიან.
7 ივლისს, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შედგა პაატა მახარაძის (ბართოლომეო) ლიტერატურული კონკურსის - „მე ვიმღერებ, შენ აშენე“ საფინალო-საკონცერტო ღონისძიება. კონკურსში იმერეთის რეგიონის შემოქმედებითი უნარის მქონე, 14-დან 18 წლამდე მოსწავლე- ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყო წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ოთხი წარმატებული კურსდამთავრებული, ოქროს მედლის კანდიდატი: მარიამ გოდოლაძე, მარიამ ვეფხვაძე, ანა კუჭავა, ლიზა ჯომიდავა და IXა კლასის მოსწავლე კეკე ცხაკაია.
კომპეტენტურმა ჟიურიმ საუკეთესოები გამოავლინა. სასიხარულო ფაქტია, რომ მესამე საპრიზო ადგილი, პოეზიაში, კეკე ცხაკაიამ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი, პროზაში, ლიზა ჯომიდავამ დაიკავა. დანარჩენ მონაწილეებს დიპლომი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ამავე კონკურსში ჩართულობისა და მხარდაჭერისათვის, სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე სიგელით დაჯილდოვდა.
„ჩვენი მოკრძალებული მადლობა ააიპ „საქართველოს ემიგრანტების“ დამფუძნებელს და დირექტორს, ქალბატონ ქეთევან კინწურაშვილს და პროექტის ავტორს და ორგანიზატორს გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსს, მევიოლინეს ბელა ბერკემერ-მახარაძეს (პოეტ პაატა (ბართოლომეო) მახარაძის დას)“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა