TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თხინვალის საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა შთამბეჭდავი გამოსაშვები ღონისძიება
05-07-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი გაჯერებული იყო მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის, ისე მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურებოდა. 

მათ შორის აღსანიშნავია მე-4 კლასის მოსწავლეთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ღონისძიება. 

პირველ მასწავლებელთან გამოსამშვიდობებელი ზეიმი 15 ივნისს გაიმართა და მეტად საინტერესოდ წარიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა პირველ მასწავლებელ ლუიზა ცერცვაძესთან ერთად გაიხსენეს და ისაუბრეს ოთხ ნაყოფიერ წელიწადზე. 

ღონისძიება ძალიან ლამაზ გარემოში ჩატარდა, რომლის მოწყობაზეც პედაგოგთან ერთად მშობლებმაც იზრუნეს.

აღსანიშნავია მე-4 კლასელთა ჩაცმულობაც. ლამაზ სამოსში, საზეიმოდ გამოწყობილი პატარები შთამბეჭდავად გამოიყურებოდნენ.

საყურადღებოა, რომ მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ორი მოსწავლის პირველი მასწავლებლები. ბავშვები სხვა სკოლიდან გადავიდნენ თხინვალის საჯარო სკოლაში. ღონისძიებას ასევე სტუმრობდა იმ მოსწავლის პედაგოგი, რომელიც სხვა საჯარო სკოლაში გადავიდა სასწავლებლად.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.  ასევე ბავშვებმა გამართეს წარმოდგენა პატრიოტულ მოტივებზე.

მშობელმა მარიამ მჟავიამ შეასრულა სიმღერა თავის გოგონასთან და დისშვილთან ერთად, რამაც კიდევ უფრო დაამშვენა ლამაზი ღონისძიება.

მშობლებმა - დედებმა ვაჟებთან, ხოლო მამებმა ქალიშვილებთან - ვალსი შეასრულეს, რაც საოცარი და მეტად ლამაზი სანახავი იყო. 

მშობლებმა დიდი პატივისცემა გამოხატეს პედაგოგ ლუიზა ცერცვაძის მიმართ და გულწრფელი მადლობა გადაუხადეს ოთხი წლის მანძილზე გაწეული ამაგისა და ამ ლამაზი ღონისძიებისთვის. 

მიწვეულ სტუმრებს შორის იყო ოზურგეთის განათლებისა და მეცნიერების პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე როზა გოგუაძე, რომელმაც საჩუქრები გადასცა მოსწავლეებს. პედაგოგმა ლუიზა ცერცვაძემაც დაასაჩუქრა როგორც მე-4 კლასელები, ასევე მომავალი პირველკლასელები და გაახარა ისინი.

მე-4 კლასის მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით ოთხწლიანი წარმატებული სწავლისთვის. 

აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ლუიზა ცერცვაძე მრავალი თაობის აღმზრდელი მასწავლებელია. ის არა მარტო კარგი პიროვნებაა, არამედ სასკოლო ღონისძიებების მოწყობის უბადლო ორგანიზატორი.

თხინვალის საჯარო სკოლის პედკოლექტივი ულოცავს მას და მის მოსწავლეებს ამ ლამაზ დღესასწაულს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება