სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მათემატიკა „A სერიის ფურცლის“ მიღმა“ - ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-11 კლასელებმა, კვლევის ფარგლებში, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს 
08-07-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

მათ შორის იყო აქტივობა „მათემატიკა „A სერიის ფურცლის“ მიღმა, რომელიც ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის. აქტივობას პედაგოგი თამარ მურუსიძე ხელმძღვანელობდა.

„ჩვენ ვბეჭდავთ დოკუმენტებს სკოლის ან სახლის პრინტერებზე და არ გვჭირდება ზედმეტი ფიქრი მის ზომაზე - ისინი როგორც წესი, A4 ზომის ფურცლებია. თუმცა, თუ გადავწყვეტთ დავბეჭდოთ მარკეტინგული ან სარეკლამო მასალა, შეიძლება დაგვჭირდეს სხვა ზომის ფურცლების გამოყენება.

ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რომ რეალურად არსებობს „ISO 216“ საწერი ქაღალდი და ბეჭდური მასალის გარკვეული კლასი, სხვადასხვა ზომის ქაღალდისა -  A და B სერიებით, იგი განსაზღვრავს საერთაშორისო სტანდარტის (ISO) ქაღალდის ზომებს, რომლებიც დღეს გამოიყენება მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, ქაღალდის ზომის სამი სერიით: A, B და C. სერია C ძირითადად გამოიყენება კონვერტებისთვის. დიახ, ფურცლის ზომასაც კი აქვს მარეგულირებელი წესები“, - გვიყვებიან სკოლაში აქტივობის მნიშვნელობაზე საუბრისას.

მოსწავლეებმა გაზომვებითა და მცირე კვლევითი ანალიზით დაადგინეს, რომ „ISO 216“  ქაღალდის A ზომის სისტემაში, ფურცლის სიმაღლისა და სიგანის თანაფარდობა. კვლევა ჩატარდა მე-11 კლასში, თემაზე მსგავსება და უკავშირდებოდა რეალურ კონტექსტს ქაღალდის ზომების პრაქტიკულ გამოყენებაზე. მათ აქტივობის ფარგლებში, საინტერესო ნამუშევრები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კვლევის შეჯამებისას მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ხშირად გამოუყენებიათ ტერმინები: „A4 ზომის ფურცელი“, „A3 ზომის ფურცელი“ და თვალითაც ცნობდნენ ამ ზომის ფურცლებს, თუმცა არაფერი სმენოდათ ფურცლის ზომებს შორის პროპორციული დამოკიდებულებისა, A სერიის ფურცლების და ფურცლების სტანდარტის არსებობის შესახებ, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ სიამოვნებით აიმაღლებენ ცოდნას ქაღალდის  B და C სერიის სტანდარტული ზომების შესახებ. 

„ერთი შეხედვით ქაღალდის ზომები შეიძლება აღვიქვათ ასოებისა და რიცხვების კომბინაციად, როგორიცაა A0, A1, A2, A3, A4… მაგრამ თითოეული ქაღალდის მიღმა არის ზუსტი მათემატიკა, რომელიც განსაზღვრავს მის ზომებსა და სტანდარტულ გამოყენებას“, - გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება