| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგები ბავშვებს წიგნის სიყვარულის პირველი კლასიდანვე შთააგონებენ და მხატვრული ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდებენ.
ამ მხრივ განსაკუთრებული იყო 2023-2024 სასწავლო წელი. რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებლების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას მოსწავლეები ამ დღის სლოგანით - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ შეუერთდნენ.
სკოლის უცხოური ენების კათედრა წელსაც აქტიურად ჩაერთო ამ დღისადმი მიძღვნილ სასკოლო აქტივობებში. მე-4ბ კლასის მოსწავლეებიც ხალისით შეუერთდნენ ღონისძიებებს და ინგლისურ ენაზე ერთმანეთს წაუკითხეს მათთვის საყვარელი პატარა მოთხრობები.
საჯაროდ კითხვის დასასრულს, კითხვა-პასუხის ფორმატით მოსწავლეებმა იმსჯელეს ნაწარმოებების შესახებ.
შეხვედრა მეტად საინტერესოდ, ნაყოფიერად და სახალისოდ დასრულდა. მოსწავლეებმა ერთსულოვნად გამოთქვეს სურვილი მომავალში კვლავ აღნიშნონ წიგნის საჯაროდ კითხვის დღე.
„წიგნი ადამიანის საუკეთესო მასწავლებელია, კითხვა - განტვირთვის და მოდუნების საუკეთესო გზა. მოზარდისთვის წიგნი თვალწინ გადაშლილი სამყაროა. ის ასაზრდოებს ბავშვის ცნობიერებას, ავითარებს აზროვნებას და აფართოებს თვალსაწიერს“,- აღნიშნავენ სკოლაში და ღონისძიების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს.
„წიგნისა და კითხვის სიყვარული და ერთგულება ვუსურვოთ ამ საოცარ ბავშვებს!“- დასძენენ სკოლაში.
მოსწავლეთა ინგლისური ენის მასწავლებელი ქეთევან კუბლაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა