სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ორბელის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ლამაზი ღონისძიებით დაემშვიდობნენ
17-06-2024
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება აღნიშნეს. 

„მომავალი ჩვენია“,- სწორედ ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანდნენ მოსწავლეები და შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს. მოსწავლეებმა მიწვეული სტუმრების წინაშე თავიანთი მრავალმხრივი შემოქმედება წარადგინეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მშობელთა ჩართულობაც მაღალი იყო. 

მოსწავლეებმა მანტიები მოირგეს, პირველ დამრიგებელს მადლობა გადაუხადეს და დაემშვიდობნენ.

ზეიმი ლექსებით ორბელის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, მომავალმა პირველკლასელებმა დაასრულეს.

„მადლობა სკოლის დირექციას, მშობლებს, მუსიკის მასწავლებელს მაკა გურგუჩიანს, გაწეული შრომისთვის. მადლობა თქვენ, ჩემი ბუდიდან აფრენილო მერცხლებო, მეამაყება,რომ თქვენი  დამრიგებელი ვიყავი. მიყვარხართ უსაზღვროდ, თქვენ საქართველოს საამაყო მომავალი  ხართ“,- წერს კლასის დამრიგებელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელ ოქტომბრამდე მოსწავლის მობილობა დაუშვებელია - მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სკოლის შეცვლისას უნდა იცოდეთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება