სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
15-05-2024
-
+


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა პროექტს - „გარდატეხის ასაკის სირთულეები“ ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოებისა და სკოლის სპორტის მასწავლებლის-  გიორგი კახიძის აქტიური ჩართულობით, დაწყებითსა და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის სპორტული აქტივობა - „მხიარული სტარტები“ მოეწყო. შეჯიბრის დაწყებამდე შეირჩა ჟიური, რომლის შემადგენლობაში იყვნენ სკოლის მასწავლებლები.

„მხიარული სტარტები“ შემდეგი თამაშებისაგან შედგებოდა: მხიარული ეტაფეტა; ცოცხალი კალათბურთი; კაპიტნების კონკურსი და ბაგირის გადაზიდვა. შეჯიბრმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ჟიურიმ თითოეული თამაშისათვის ქულები შეაჯამა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ორივე გუნდი „მებრძოლები“ და „შევარდენი“ თითქმის თანაბარი ძალის იყვნენ, თუმცა „მებრძოლებმა“ „შევარდენი“ სულ რამდენიმე ქულით დაამარცხა. აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი ელისო კუპატაძე გახლდათ.

„დამარცხებულებს იმედი არ დაუკარგავთ, ისინი შემდეგი შეჯიბრისათვის უკეთ მოემზადებიან და გაიმარჯვებენ“,- ამბობენ სკოლაში. 

პროექტი ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის მხარდაჭერითა და დაფინანსებით.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება