სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

1-ელი მაისიდან მასწავლებლები სტატუსის დანამატს მიიღებენ - ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება
01-05-2024
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზია, საუკუნენახევარია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე და მიუხედავად იმისა, საუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არაერთი ბარიერის დაძლევა მოუწიათ, მთავარი ღირებულებებისთვის არც ერთ ხელმძღვანელსა თუ პედაგოგებს, არასოდეს გადაუხვევიათ.

როგორც
etaloni.ge-ს ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) უამბობს, წარმოიდგინეთ, იყო პერიოდი, როდესაც გიმნაზიის შენობის ინფრასტრუქტურა უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლეოდა; მაშინ ერთადერთ გამოსავლად, სპეციალისტები დემონტაჟს და ახალი შენობის აგებას მიიჩნევდნენ... ასევე იყო მასწავლებლების რამდენიმეთვიანი სახელფასო დავალიანებაც, თუმცა რექტორად მეუფე მელქისედეკის მოსვლის შემდეგ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა: მან ბოლომდე შეძლო გიმნაზიის შენობის შენარჩუნება, ეტაპობრივად აღმოფხვრა ყველა გამოწვევა და ახლა უკვე მასწავლებლებისთვის სტატუსის დანამატის გაცემის გადაწყვეტილებაც მიიღო.

წმ. ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, დეკანოზი პავლე (ცერცვაძე): გიმნაზიამ არაერთი ურთულესი პერიოდი გაიარა... 2015 წელსაც, მეუფე მელქისედეკის მოსვლამდე,  მასწავლებლები თვეობით ვერ იღებდნენ ანაზღაურებას, დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო სწავლაც არ იყო უსაფრთხო... მაშინ ყველა ძველი შენობის დემონტაჟსა და ახალი შენობის აგების საჭიროებაზე საუბრობდა... მეუფე კი ამ აზრს კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა...

- ამ წინააღმდეგობას ალბათ თავისი მიზეზი ჰქონდა...

- მეუფე მელქისედეკს განათლება მიღებული აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ათენის საღვთისმეტყველო უნივერსიტეტშიც და კარგად უწყის, რაოდენ მნიშვნელოვანი განათლება ქვეყნის, სახელმწიფოს მომავლისთვის. ასეთი ისტორიული შენობის დემონტაჟი ამიტომ არ მიაჩნდა სწორ გადაწყვეტილებად და მიზნად დაისახა, გიმნაზია განახლებულიყო.

- გარდა ინფრასტრუქტურისა, კიდევ რა შეიცვალა თქვენთან?

- შენობაზე რომ არაფერი ვთქვათ, განახლდა ტექნიკა, შევიძინეთ ჭკვიანი დაფები, მოეწყო ღია სპორტული მოედანი, ამფითეატრი... ჩვენთან პირველკლასელები უზრუნველყოფილნი არიან ლეპტოპებით, სხვა მოსწავლეებს კი სახელმძღვანელოები გადაეცემათ... სწავლა არის უფასო, გვაქვს გალობის უფასო წრე, ჩვენს მოსწავლეებს ემსახურება ავტობუსი და მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ამ ყველაფერთან ერთად, 2024 წლის 1-ელი მაისიდან, ჩვენი გიმნაზიის პედაგოგები სრულად მიიღებენ სტატუსის დანამატს.

- რამდენი სტატუსიანი პედაგოგი ასწავლის თქვენთან?

- 17 უფროსი და 2 წამყვანი მასწავლებელია... მინდა აღვნიშნო, რომ მეუფის გადაწყვეტილებები იყო და არის, დამყარებული ეროვნულობაზე, ეკლესიისა და მამულის სასარგებლოდ. მან შეუძლებელი შეძლო, რათა ჩვენს მომავალ თაობას განათლების მიღების საშუალება ჰქონოდა, პედაგოგებს კი ისეთი პირობები ჰქონოდათ, გაადვილებოდათ მოღვაწეობა.

ზოგადად, ყველამ უნდა დავაფასოთ მასწავლებლის შრომა; პედაგოგი - ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ხელით ტარებას“... სწორედ მასწავლებლები ასრულებენ უმნიშვნელოვანეს როლს მომავალი თაობების ღირებულებების ფომირებაში და ზრუნავენ ახალგაზრდების სულიერ, გონებრივ, ესთეტიკურ აღზრდაზე... მე, როგორც ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის გიმნაზიის აღმასრულებელი დირექტორი, მეუფე მელქისედეკს დიდ მადლობას ვუხდი ამ შესაძლებლობებისა და ზრუნვისათვის გიმნაზიის თითოეული წარმომადგენლის მიმართ; ასევე მინდა ჩვენს პედაგოგებს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ მათი მოღვაწეობის ხარისხი არასოდეს ყოფილა ფინანსურ მდგომარეობაზე დამოკიდებული, მაშინაც კი, როცა არსებობდა სახელფასო დავალიანება, ისინი მუხლჩაუხრელად იდგნენ განათლების სადარაჯოზე.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

სკოლებში ჩატარეული მონიტორინგის შედეგებს სპეციალური საბჭო განიხილავს - დეტალები და სია 

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - როდის არის სავალდებულო საფეხურის ქულის ცვლილება

პრიორიტეტი ენიჭება პედიატრიის, საოჯახო მედიცინის ან ზოგადი პროფილის ექიმს - დაზუსტდა, რა შემთხვევაში უნდა ჰყავდეს სკოლას 2 ექიმი

სპეცმასწავლებლის მომზადების პროგრამაზე 2 წლიანი სტაჟის გარეშე ვერ ჩაირიცხებით - ცვლილებების პროექტი ცნობილია

განათლების სამინისტრო სესიებს ჩაატარებს - დეტალები

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია კორძახია

 

 

საინტერესო აქტივობაში პატარები დიდი სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთნენ

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც მუსიკა ასრულებს ქართულ კინოში
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება