სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საინტერესო ღონისძიებით დაგვირგვინდა
23-04-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის (კათედრის გამგე: ირინა ალავიძე) ხელმძღვანელობით გამართული დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, წარმატებით დასრულდა ღონისძიებით: „მოვეფეროთ დედამიწას!“

„ღონისძიების დასაწყისში, ცისარტყელას ფერებით გამოგვეცხადნენ VIII კლასის (დამრიგებლები: თეა ბობოხიძე, თათია ივანეიშვილი) მოსწავლეები - მია მაღლაფერიძე, კეკე ცხაკაია, ანასტასია ბენდელიანი, ლიზი ქუთათელაძე, ნატალი ნავროზაშვილი, დემეტრე ჩავჩიძე, ლუკა ცხადაშვილი, რომლებმაც უსაზღვრო სითბო, სიყვარული, მოკრძალება და მზრუნველობა აღუთქვეს პლანეტას და პედაგოგ დალი სილაგაძის ექსპრონტად დაწერილი ლექსით კიდევ ერთხელ მოეფერენ დედამიწას:

„კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ

მოვეფეროთ დედამიწას,

გავუფრთხილდეთ მის ნიადაგს,

მის წყალს, ჰაერს, ბალახს ცვრიანს,

აყვავდეს და გაიფურჩქნოს,

არ შევხედოთ თვალ-ცრემლიანს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

IX , IX და IX კლასების მოსწავლეთა გუნდებმა (დამრიგებლები: დოდო ხაჩიძე, ირინა ალავიძე, სალომე ქობალია) - „ალპინისტები“, „ვარსკვლავები“, „მწვერვალი” - წარმატებით გაართვეს თავი აქტივობების ოთხ ტურს, სადაც ჩანდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მათი ინტერესი და ცოდნა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათი მომზადებული სახალისო ცდები ფიზიკიდან. სახალისო ქიმიის ცდა შესთავაზა მაყურებელს ქიმიის მასწავლებელმა - თათია ივანეიშვილმა.

ღონისძიების წაყვანასა და ტექნიკურად უზრუნველყოფაში ჩართულნი იყვნენ X კლასის (დამრიგებელი: ლელა მანდარია) მოსწავლეები -  ლევანი ბენიძე, მარიამ კოვზირიძე, ჯულიანა კუბლაშვილი.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა IV კლასის (დამრიგებელი: ელისო მეტრეველი) წარჩინებული მოსწავლე ლუკა კაჭკაჭიშვილი, ფესტივალ „მომავლის ვარსკვლავების“ მე-17 კონკურსის I ადგილის მფლობელი. კლასიკურმა მუსიკამ აკადემიური ღონისძიება კიდევ უფრო გაალამაზა.

ღონისძიების დასასრულს, სკოლის დირექტორმა - ფაქიზო ფანჩულიძემ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის გამგე ირინა ალავიძემ, სიმბოლურად, ბავშვების მიერ დედამიწის ფერებით მოხატულ საყვავილეებში ჩარგეს ყვავილები.

ღონისძიების შეფასების დროს სკოლის დირექტორმა -  ფაქიზო ფანჩულიძემ აღფრთოვანება ვერ დამალა და თბილი სიტყვებით შეამკო მონაწილეები.

 შეფასების დროს  ღონისძიების აკადემიურობას ხაზი გაუსვა დირექტორის მოადგილე დალი სილაგაძემ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა - მზია კუბეციამ

ეს დღე ძალიან ლამაზი, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება