სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გადაარჩინე ქართული ენა!“ - დაბაძველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბარბარიზმების წინააღმდეგ გაილაშქრეს
23-04-2024
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება, რომელშიც მოსწავლეები დიდი ხალისით ერთვებიან.

მათ შორის იყო დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები. ბავშვებმა ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და ბარბარიზმეს ბრძოლა გამოუცხადეს, თავადვე მოიფიქრეს რამდენიმე ბარბარიზმი და ქართული შესატყვისი დაასახელეს. 

მათი დევიზი „გადაარჩინე ქართული ენა! არა ბარბარიზმებს!“ იყო. მოსწავლეებმა ასევე ამ დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გააცნეს და ცოდნა აიმაღლეს.

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ქართულ ენას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება