სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისთვის დაჯილდოვდნენ
23-04-2024
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ და შემეცნებით კონკურსში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-3 ბ კლასის მოსწავლეებმა გუნდურ-ინტელექტუალურ შეჯიბრში მიაღწიეს წარმატებას. 

მოსწავლეები - მართა შათირიშვილი, გიორგი უგულავა, გაბრიელ ჩინჩალაძე, იოვანე კოპალიანი, თომა ქუთათელაძე გუნდურ ინტელექტუალურ შეჯიბრში - „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ. მათ საქართველოს ჩემპიონატის საქალაქო პირველობაზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს.

ასევე, დიპლომებით დაჯილდოვდნენ მე-8 ბ კლასის მოსწავლეები - ელენე ბახტაძე, ოთარ გოფოძე, დათო იოსელიანი, ივერი ჭავჭანიძე, გიორგი ბახტაძე, სამოქალაქო პირველობაზე ნაჩვენები უმაღლესი შედეგისთვის.

ხოლო კლასის დამრიგებლებს - მარიზა კინწურაშვილსა და ნათია ბარდაველიძეს მადლობის სიგელები გადაეცათ.

„გილოცავთ ყოჩაღებო, სკოლა ამაყობს თქვენით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ აღნიშნავენ და მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება