სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის III კლასის მოსწავლეები იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
23-04-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დედაენის დღე არაერთი ღონისძიებით აღინიშნა. მრავალფეროვანი აქტივობების ტალღა მთელ გიმნაზიას მოედო.

ახლახან, გიმნაზიის IIIა კლასის მოსწავლეები დამრიგებლის - მაია ხორბალაძის ხელმძღვანელობით, ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, ვარიანში, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.

მათ კიდევ ერთხელ მოისმინეს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიასა და შემოქმედებაზე.

მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს იაკობ გოგებაშვილის მემორიალური ნივთები, ყოფითი და ეთნოგრაფიული მასალები, მათ შორის მისი ნაშრომებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების პირველი გამოცემები და ფოტომასალები.

როგორც გიმნაზიაში გვეუბნებიან, დღემ სასიამოვნო და საინტერესო გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ გიმნაზიაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება