სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლაში, 9 აპრილს - დიდი ტრაგედიისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, სასკოლო კვირეული მიეძღვნა
10-04-2024
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთათვის საქართველოს უახლესი ისტორიის სწავლებასა და მათში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება. ამჯერად, მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, 9 აპრილს - დიდი ტრაგედიისა და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს სასკოლო კვირეული მიუძღვნეს. მის ფარგლებში, სამივე საფეხურის მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს: ჩატარდა კლასის საათები და სპორტული ღონისძიებები, მოეწყო პრეზენტაციები, გამოფენები და დაფა - დაღუპული გმირების საპატივცემულოდ.

თვითმმართველობის წევრები სასკოლო საზოგადოებას ამ დღის მნიშვნელობაზე ესაურნენ. ბოლოს კი, ხონის ცენტრალურ ბულვარში ტრაგედიის დროს დაღუპული გმირების მემორიალი სიმბოლურად წითელი ტიტებით შეამკეს.

„ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ გმირებს! დიდება გმირებს! მადლობა თავისუფლებისთვის!“,- სწორედ ეს სულისკვეთება გასდევდა კვირეულს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება