სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს
10-04-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს ინფორმაციული და ემოციური პრეზენტაცია მიეძღვნა.

მოსწავლეებმა ამ ტრაგიკულ დღის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, მათ შესახებ ისაუბრეს და ცოდნა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს.

ბავშვებმა გაიხსენეს ის ადამიანები, გმირები, რომელთა წყალობითაც მოიპოვა საქართველომ დამოუკიდებლობა და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს რა მოვლენები უძღვოდა წინ 9 აპრილს და რა შეცვალა ამ ღამემ ქვეყნის ისტორიაში.

ბავშვებმა ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს, სადაც საინტერესო ინფორმაციები დაიტანეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქართული საზოგადოება, რუსთაველის გამზირზე რუსული იმპერიალიზმის დასრულების და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამოვიდა. მშვიდობიანი აქცია საბჭოთა ძალებმა დაშალა, შედეგად დაშავდა ასობით და დაიღუპა 21 ადამიანი. აღნიშნული მოვლენებიდან ზუსტად ორ წელიწადში, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება