სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუასურების საჯარო სკოლაში 9 აპრილის მოვლენები ღონისძიებით გაიხსენეს
10-04-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში, 9 აპრილთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა მოამზადეს და სასკოლო საზოგადოების წინაშე, საინტერესო ინფორმაციით გაჯერებული პრეზენტაცია წარადგინეს,  შექმნეს საიფორმაციო დაფა, კედლის გაზეთი და მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც არც ისე შორეული წარსულის ტრაგიკულ მოვლენას მიუძღვნეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას სიმბოლური ტიტები ამშვენებდა და მიმდინარეობდა ანთებული სანთლების ფონზე. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, მთავარი მონაწილეები კი მე-7, მე-8 , მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელი იყო  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, 2000-ამდე პირი კი მოიწამლა. ზუსტად 2 წლის შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაეწერა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება