სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დაკვირვება და მონაცემთა შეგროვება. პორტფოლიოს შექმნა“- „ეიბიჯიეს“ აკადემიის სასერტიფიკაციო ტრენინგი 8 აპრილიდან დაიწყება
08-04-2024
-
+


„ეიბიჯიეს“ აკადემიაში სხვადასხვა ტრენინგ-კურსი იმართება, რომლებიც საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის შეიძლება საინტერესო და გამოსადეგი იყოს.

მათ შორის, აკადემიაში სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კურსია - „დაკვირვება და მონაცემთა შეგროვება. პორტფოლიოს შექმნა“. ერთკვირიანი პროგრამის მენტორი ელზა უდესიანია, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი გახლავთ.

შეხვედრის ფარგლებში განსახილველი თემები შემდეგია:

  1. დაკვირვება და მონაცემთა შეგროვება. რატომ ვაკვირდებით ბავშვებს, რა შეიძლება ვისწავლოთ ბავშვზე დაკვირვების შედეგად;
  2. ეფექტიანი დაკვირვება და დოკუმენტირება. როგორ განვახორციელოთ ერთდროულად დაკვირვება და დოკუმენტირება;
  3. სპონტანური და დაგეგმილი დაკვირვება. საბაზისო მონაცემების შეგროვება;
  4. დაკვირვებისა და მონაცემების შეგროვების ინსტრუმენტების გაცნობა-ჩანაწერები (შემთხვევის ჩანაწერი, მიმდინარე ჩანაწერი, ჟურნალი, რეფლექსური დღიური), კითხვარები (ჩეკლისტები, რეიტინგული სკალები), ცხრილები (მონაწილეობის ცხრილი, სიხშირეების დათვლა), ბავშვების ნამუშევრები (მაგ. ნიმუშები, ნახატები), ფოტოსურათები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები. თითოეული არაფორმალურ მეთოდის განხილვა თავისი უპირატესობებით და ნაკლით;
  5. დაკვირვების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გამოყენების ორი მიმართულება: დაკვირვება ბავშვის შესაფასებლად და დაკვირვება კურიკულუმის დასადგენად;
  6. განიხილება, თუ როგორ გამოიყენება ობიექტური ჩანაწერების ეპიზოდები შეფასებისა და დაგეგმვისათვის (სხვადასხვა ქეისების განხილვა);
  7. დოკუმენტების წარმოება. პორტფოლიო. შეგროვებული მონაცემების ანალიზი გაზიარება მშობლებისათვის. კურსის დასასრულს მონაწილეებს გაუზიარებენ ცხრილებს, ჩეკლისტებს, კითხვარებს, ობიექტური ჩანაწერებს, შეფასებისა და დაგეგმვის ნიმუშებს.

აღსანიშნავია, რომ კურსის ღირებულება ფასდაკლებით 25 ლარს შეადგენს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება