სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეთა ნდობის, სიყვარულის და პატივისცემის მოპოვება ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია“ -  ეკატერინე მეგრელიშვილი, ცერონისის საჯარო სკოლის პედაგოგი
04-04-2024
-
+


ეკატერინე მეგრელიშვილი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის  ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელია, რომლისთვისაც ყველაზე დიდი მიღწევა მოსწავლეთა სიყვარულის, ნდობისა და პატივისცემის მოპოვებაა. მისთვის პროფესიონალიზმი, მოსწავლეებისა და საგნის სიყვარული უპირობოდ მნიშვნელოვანია - ამ თვისებებით შემკული კი, განათლებული თაობების აღზრდის სამსახურში დგას და თითოეულ მოსწავლეს შთააგონებს, რომ ყველაფერი შეუძლია და მიუღწეველი არაფერია. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ეკატერინე მეგრელიშვილთან: 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- უყვარდეს ბავშვები ძალიან, უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის, იყოს პროფესიონალი.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- საინტერესო და მნიშვნელოვანი პროცესის განხორციელებას.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- „ყოჩაღ! აი ხომ ხედავ. შენ ყველაფერი შეგიძლია!“.

- აბიტურიენტი რომ ვიყო...

- უფრო მეტად ჩავუღრმავდებოდი და შევისწავლიდი ისევ ჩემს პროფესიას.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ცოტა რთულია ამის თქმა ... საყვარელი, ლამაზი, კეთილი.

- ყველაზე დიდი წარმატება რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მოსწავლეთა ნდობის, სიყვარულის და პატივისცემის მოპოვება ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა...

- წიგნების კითხვა, უხცო ენების სწავლა და ფილმების ყურება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება