სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ დელეგაცია პოლონეთში ვიზიტის დროს, ევროპული განათლების სისტემას დეტალურად გაეცნო
25-03-2024
-
+


ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ მოსწავლეები ევროპული დონის განათლებას იღებენ და საერთაშორისო ასპარეზზე გადიან. 

ქართულ- ევროპული სკოლა „ორნატისა“ და პოლონეთის, ქალაქ პოზნანის კომუნიკაციების სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პროექტის - „განათლება საზღვრებს გარეშე“ ფარგლებში, ქართულ - ევროპული სკოლა „ორნატის“ დელეგაცია: სკოლის მასწავლებელი მარინა ხუსკივაძე, მოსწავლეები: თემო კობალაძე და თათია ვარდუკაძე,12-16 მარტს, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ პოლონეთის ქალაქ პოზნანში.

მათ მიიღეს მონაწილეობა ქალაქში გამართულ კონფერენციებსა და შეხვედრებში. დაესწრნენ სკოლაში მიმდინარე საგაკვეთილო პროცესს, ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში, შეიძინეს უცხოელი მეგობრები და მოინახულეს იქაური კულტურული ღირსშესანიშნაობები.

კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ქართულ-ევროპული სკოლის მეგობარ, კომუნიკაციების სკოლაში, „ორნატის“ მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე - „ევროკავშირის როლი საქართველოს განვითარებაში“ .

როგორც „ორნატში“ გვეუბნებიან, სკოლის დელეგაცია ამ ვიზიტის ფარგლებში, დეტალურად გაეცნო ევროპული განათლების სისტემას.

„ისინი პოლონეთში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ თანატოლებს ჩვენს სკოლაში. ჩვენი სკოლა ორიენტირებულია მოსწავლეებმა მიიღონ ევროპული დონის განათლება“, - გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება