სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ხდები პიროვნება, რომლისაც სჯერათ თაობებს“-ხულოს მუნიციპალიტეტის, განახლების სკოლის პედაგოგი მზევინარ ცეცხლაძე
22-03-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. 

სკოლაში პროექტი - „მასწავლებლები განახლების სკოლიდან“ ხორციელდება. მის ფარგლებში, მონაწილეები პედაგოგებთან, ფინჯან ყავასთან ერთად, სამუშაო შეხვედრებს მართავენ. ამჯერად, მათი სტუმარი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მზევინარ ცეცხლაძე გახლდათ.

ის 1971 წლის 15 დეკემბერი, სოფელ თაგოში დაიბადა. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სპეციალობით. ამჟამად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში მუშაობს. მისი საყვარელი ფრაზა: „არასოდეს გახდე შენი წარსულის ტყვე, ის გაკვეთილია და არა ცხოვრების განაჩენი“. საყვარელი ფილმი - „გიორგი სააკაძე“, „მამელუქი“, „ბაში-აჩუკი“. მისაბაძი პიროვნება კი, დედა. მზევინარ ცეცხლაძის ჰობი სამზარეულოში ფუსფუსია, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. 

მან, პროექტის ფარგლებში, შემდეგ კითხვებს უპასუხა:

- რატომ ფილოლოგობა?

- ბავშვობიდან მიყვარდა ლექსები, რომანები, ზოგადად კითხვა. როცა გავეცანი ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედებას, ჩემში გაჩნდა სურვილი, ეს ემოციები და მათზე შეხედულებები სხვა თაობებისთვისაც გადამეცა.
რა თქმა უნდა, ბავშვების სიყვარულიც დამეხმარა პროფესიის არჩევის დროს.

- მასწავლებლობა ჩემთვის არის...

- მასწავლებლობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა. შენდამი ნდობა, შენ ხდები პიროვნება, რომლისაც სჯერათ თაობებს, რომ შენ მათ გაუკაფავ გზას მომავლისაკენ, ასწავლი სწორ ორიენტაციას ცხოვრების გზაზე, იქნები მათთვის სულიერი მეგობარი, მისაბაძი პიროვნება, რომელიც მათი გრძნობებით კი არ თამაშობს, არამედ ჭეშმარიტი გზების ძიებაში ეხმარება.

- რომ არა მასწავლებელი, ვინ იქნებოდით დღეს?

- შემთხვევით მასწავლებელი არ გახლავართ. ასე რომ, არავინ ვიქნებოდი მასწავლებლის გარდა, რადგან ეს ჩემი შინაგანი მეს, შესაძლებლობის და უდიდესი სურვილის შედეგია.

- დაახასიათეთ საკუთარი თავი სამი სიტყვით?

- მშვიდი, გაწონასწორებული, მიზანდასახული.

- გინანიათ....

- სინანული, მელანქოლია ზოგადად ცხოვრებას თან ახლავს. მაგრამ სერიოზულად, რომ ტრაგედია შემექმნა და მენანა ჩემი გადაწყვეტილება, არ ყოფილა. ზოდიაქოთი მშვილდოსანი ვარ და სანამ რაიმეს მოვიმოქმედებდე, ათასჯერ ვზომავ და ვწონი ხოლმე.
გიხარიათ...
მიხარია ყოველი გთენებული დღის,რომ ღმერთმა მომცა ოჯახი,შვილები, შვილიშვილები.მიხარია რომ მქვია პიროვნება,რომელსაც ენდობიან. რომელსაც პატივს სცემენ და უხარიათ მისი დანახვა.

- გწყინთ...

- მწყინს საზოგადოების გულგრილობა, ადამიანური ღირებულებების გაუფასურება. მწყინს ყოველდღიურად ამდენი ნეგატიური ინფორმაციის მოსმენა. სოფლების დაცარიელება, მიგრაცია. მწყინს ამდენი უმუშევრობა და ემიგრაციის იმედად ყოფნა.

- კითხვა,რომელიც მუდმივად გაწუხებთ,არის?

- როდის იქნება ვიხილოთ საქართველო ერთიანი, როდის დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს?

- ოჯახის როლი თქვენს წარმატებაში?

- ოჯახის ნებისმიერი წევრის წარმატება დამოკიდებულია სხვა დანარჩენი წევრის ხელშეწყობაზე. შესაბამისად, ჩემი ოჯახის წევრები გვერდში მიდგანან და მიმაღლებენ მოტივაციას. ურთიერთგაგება, ჰარმონია, ხელშეწყობა ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარება. მე მადლობელი ვარ ჩემი ოჯახის წევრების ,რომლებიც მუდმივად მხარში მიდგანან.

- თქვენ ახლა გისმენენ....

- ნოდარ დუმბაძის სიტყვებს მოვიშველიებ: „...სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია,რაც კი ღმერთმა ადამიანს უბოძა...“
ჰოდა, გვიყვარდეს ადამიანებს ერთმანეთი, მივიღოთ და ვაღიაროთ ისინი ისეთებად,როგორებიც არიან.მოვეფეროთ ერთმანეთს, რადგან ეს ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა..

- და ბოლოს....

- მადლობა იმისთვის, რომ მომეცა შანსი, ვიყო მონაწილე ამ პროექტის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს მოსწავლეს, ვინც აქამდე მყოლია. მინდა იცოდეთ, რომ ჩემი სიძლიერე თითოეულ თქვენთაგანშია. 
მადლობა ჩემს სკოლას, კოლექტივის ყველა წევრს, დირექტორს ლიანა ბოლქვაძეს. მიხარია და ვამაყობ, რომ განახლების საჯარო სკოლა ჩემი ოჯახია.

პროექტში მონაწილე მასწავლებლები არიან ხათუნა დეკანაძე.თამილა დავითაძე, ქეთევან დეკანაძე, ხოლო მოსწავლეები - მარად ართმელაძე, ნინი ბოლქვაძე, ლუკა იაკობაძე.

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:














კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება