| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. მოსწვლეთა ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოების მიზნით ეწყობა არაერთი გასვლითი ღონისძიება.
20 მარტს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სკოლის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის წევრი მოსწავლეები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „მეცნიერება იწყება სკოლიდან“ ფარგლებში მინის საწარმოს ეწვივნენ. კომპანია „შიშეჯამი სს მინა“ წარმომადგენლებმა იზრუნეს მოსწავლეებისთვის შეექმნათ მშვიდი და კომფორტული გარემო.
როგორც მოსწავლეთა პედაგოგი ეკა უჩანეიშვილი გვიყვება, აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეებში მინის წარმოების ქიმიური, ტექნოლოგიური-ინჟინერიის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, ასევე მოსწავლეთა ინფორმირებულობა მიღებული მინის პროდუქციის ხარისხის კონტროლის შესახებ.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა - ქეთევან სულაქველიძემ მოსწავლეებს გააცნო კომპანიის დაარსების ისტორია და ესაუბრა მსოფლიო დონეზე კომპანიის წარმატების შესახებ.
ხარისხის კონტროლის დირექტორი გაგა დანელია მოსწავლეებს ესაუბრა საწარმოში მიმდინარე პროცესებზე, დეტალურად გააცნო მათ ქარხანაში ნედლეულიდან პროდუქციამდე მიღების თავისებურებები, მოსწავლეებს მიეცათ საშუალება საკუთარი თვალით ენახათ მინის კაზმიდან მინის მიღების და ღუმელში 1500 გრადუსზე ხარშვის პროცესი.
მასპინძლებმა მოსწავლეებს გააცნეს, უსაფრთხოების წესები, რაც სრული სიზუსტით იქნა დაცული.
„ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იყო ის ფაქტი, როდესაც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბატონ ოლგუნ თაშდემირმა მოისურვა სტუმრებთან შეხვედრა და დრო დაუთმო მოსწავლეებთან დიალოგს, ისაუბრა ქართულ ენაზე და მოსწავლეებს გაესაუბრა მათ ინტერესებსა და შთაბეჭდილებებზე. საუბრისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პირველად აქვს პრაქტიკა იმისა, რომ მოსწავლეები დაინტერესდნენ მინის საწარმოთი, მადლობა გადაგვიხადა დაინტერესებისთვის და საწარმოში ვიზიტისთვის. მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს წალბატონ მარინა კაპანაძეს, „შიშეჯამი სს მინას“ გუნდს, ასევე, სკოლის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის, თითოეულ მოსწავლეს აქტიური ჩართულობისთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი ეკა უჩანეიშვილი.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას