სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მასშტაბურ კონფერენციას დაესწრნენ
21-03-2024
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო კონფერენციასა და შეხვედრებში აქტიურად მონაწილეობენ.

9 მარტს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა დააორგანიზა მასშტაბური კონფერენცია (ზოგადსაგანმანათლებლო დანიშნულების თვალსაზრისით). მას ესწრებოდა 400-ზე მეტი ადამიანი, საქართველოს პედაგოგები სხვადასხვა კუთხიდან, 7 მოსწავლე, დანიელი ექსპერტები, ასევე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, განათლებისა და სხვა უწყებათა წარმომადგენლები.

მათ შორის იყვნენ ყვარლის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები - მარიამ ოჩინსკი და ვახტანგ მირზიკაშვილი, რომლებიც არა მხოლოდ ესწრებოდნენ კონფერენციას, არამედ მონაწილეობდნენ მასში.

ეს იყო ღონისძიება, რომელმაც როგორც სკოლაში გვიყვებიან, იქ დამსწრე თითოეულ ადამიანს წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვა.

„მან, ზოგადად ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მისცა უდიდესი შანსი პროფკავშირულ საქმიანობაში ჩართვისა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ცნობილია, რომ თავისუფალი პროფკავშირი მსგავსი საინტერესო ღონისძიებით, ცდილობს, აბიტურიენტების დაინტერესებას პედაგოგიკით.

„მოსწავლეები, რომლებიც ზღვა დადებითი ემოციით დაუბრუნდნენ კონფერენციიდან მშობლიურ სკოლას, მადლიერებას გამოხატავენ ქ-ნ მაია კობახიძისა და ბ-ნ როლანდ ხოჯანაშვილის მიმართ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება