TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როცა ტოლები ვახსენებთ მამებს“ - საინტერესო ღონისძიება ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში
19-03-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება - „როცა ტოლები ვახსენებთ მამებს“, გაიმართა. 

ღონისძიება, რომელიც მამების მიმართ სითბოს, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვას ემსახურებოდა, მე-11ა კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს. 

„ღონისძიების მთავარი მიზანი კლასის მოსწავლეთა მამებთან შეხვედრა, მათი ურთიერთგაცნობა (რადგან სკოლებს უმეტესად დედები სტუმრობენ ხოლმე), მოფერება, სიხარულისა და ბედნიერების წუთების ჩუქება იყო. მამა ხომ ოჯახის ძლიერი ფესვებია, რაზეც ეყრდნობა დედა და შვილები“, - აღნიშნეს სკოლაში და მამების როლზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა მამებს მხატვრულად წაკითხული ლექსები მიუძღვნეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს და ამით მათ მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოხატეს. 

სკოლაში აღნიშნავენ, რომ მოსწავლეთა მიერ უდიდესი მღელვარებით წარმოთქმული ყველა სიტყვა, დასტური იყო იმისა, რონ მამები ცხოვრობენ მათთვის და მოსწავლეები კი, ცდილობენ არ დაუკარგონ მათ ენით აღუწერელი ამაგი. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, დირექტორის მოადგილე ია ჩინჩალაძე, კლასის დამრიგებელი ირინე ყურაშვილი, პედაგოგები, ბიბლიოთეკარი დარეჯან გედენიძე, მე-11ა კლასის მოსწავლეთა მშობლები. განსაკუთრებული სტუმრები იყვნენ მე-11ა დამრიგებლის მამა, ასევე პოეტი და მწერალი, გიზო თავაძე, რომლის ლიტერატურულ სარდაფსაც ბავშვობიდან სტუმრობენ მოსწავლეები.

საღამო გულთბილი სიტყვებით შეაფასეს დამსწრეებმა, პედაგოგებმა: დარეჯან ნემსაძემ და ვალიდა კვირიკაშვილმა, ყველაზე უხუცესმა მამამ, გიორგი ყურაშვილმა, ასევე მოსწავლეთა მამებმა: ბაჩუკი ბექელაძემ, ვალერი გოგოლაძემ და მამა ბასილ გამთენაძემ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ემოციებით დატვირთული რამდენიმე საათი მუდამ დარჩება დამსწრე საზოგადოების გულებში. 

„რატომ არ წერენ მამებზე ლექსებს?! ალბათ დედაა უფრო მთავარი…“, - თუმცა მამა ხომ შვილის საყრდენი ძალაა, თვით სახელი „მამაც“ კმარა , რომ თავი ძლიერად იგრძნო. ბევრი გოგონაა, რომელთათვისაც მამა ყველაზე საყვარელი და გამორჩეული ადამიანია, ბევრსაც ეგონა, რომ გაზაფხული მოჰყავდა მამას“, - აღინიშნა ღონისძიებაზე, რამაც მეტად ემოციუი გახადა საღამო. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება