TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მე-6 კლასელთა იდეურად და ემოციურად დატვირთული ღონისძიება და მათი დებატებით მოხიბლული სასკოლო საზოგადოება 
19-03-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და განათლების ხარისხზე აისახება. 

4 მარტს, სკოლის მე-6ბ (კლასის ხელმძღვანელი: დარეჯან ნემსაძე) კლასის მოსწავლეთა ისტორიაში, კიდევ ერთი ლამაზი და საინტერესო, თბილი და ღირსშესანიშნავი ფურცელი ჩაიწერა - უჩვეულო, იდეურად და ემოციურად დატვირთული...ღრმაშინაარსიანი...

მოსწავლეებმა, მშობლიური ენისა და ლიტერატურისა პედაგოგის - ვალიდა კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარადგინეს დებატები თემაზე: „აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერი“...

მოსწავლეთა შემოქმედებითობამ, ლოგიკურმა მსჯელობამ მოხიბლა დამსწრე საზოგადოება - სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე, დირექტორის მოადგილე ია ჩინჩალაძე, კლასის ხელმძღვანელი დარეჯან ნემსაძე და მოსწავლეთა მშობლები.

„ეთერისა და აბესალომის ტრაგიკულმა, მაგრამ ამაღლებულმა და ღვთაებრივმა სიყვარულმა, ასაკის მიუხედავად, უცნაურად აამეტყველ-ააჭიკჭიკა სიყვარულით ფრთაშესხმული ნორჩები...ღალატი, ორგულობა, სულგაყიდულობა, „მურმანისეკლობა“ ხომ მიუღებელი და ადამიანურობასთან შეუთავსებელი ცნებებია...პატარების თამამმა და აზრიანმა შეფასებებმა, მსჯელობის, კრეატიულობისა და შემოქმედებითი უნარების მაქსიმალურად ჩვენება-გამოვლენამ კი აღაფრთოვანა როგორც მშობლები, ასევე სკოლის დირექტორი ქ. ნინო ვარდოსანიძე, რომელმაც ალალად აღნიშნა, რომ ასეთი თამამი მსჯელობა, ალბათ, მეექვსე კლასელებს კი არა, მე-10-მე-11 კლასელებსაც კი გაუჭირდებოდათ... თავისი აღტაცება არ დაუმალავს კლასის ხელმძრვანელს - დარეჯან ნემსაძეს, რომელიც კმაყოფილი დარჩა მოსწავლეთა მაქსიმალური აქტიურობითა და ჩართულობით... დაბატები დაგვირგინდა ზღაპართან -  „ეთერიანი“ დაკავშირებული საანკეტო კითხვარის შევსებით... გოგლა ლეონიძის უკვდავი სიყვარულის საგალობლის -  „ყივჩაღის პაემანის“ ბადაგივით დამტკბარ-დამთბარი სტრიქონები კი „საუკუნო საგზლად“ გაიყოლეს ნორჩებმა...

შეიძლება ამაყად ითქვას: „კაცობრიობა რომ არ დაბერდეს“...ჩვენდა იმედად...თამამად მოდიხართ თქვენ მომავლიდან!“- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეთა მიღწევები განსაკუთრებულად ახარებს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„სიხარული, ღიმილი და ბავშვური ემოციები – სწორედ ასეთი დღეები გვილამაზებს ბავშვობას!“
 
პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას
 

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

ეს დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება