TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აფხაზეთის N14 სკოლის მოსწავლეებს ლიტერატურულ კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
18-03-2024
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ. სწორედ ამიტომ, მათი ხელმძღვალებით ბავშვები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო, შემეცნებითი კონკურსსა და აქტივობაში დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, მოსწავლეები ვანში, გალაქტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც წიგნის პრეზენტაციას დაესწრნენ და კონკურსში სახელწოდებით „თანამედროვე გალაკტიონი“ მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის გამოცხადებულ კონკურსში - „თანამედროვე გალაკტიონი“ სკოლის მე-7 და მე-9 კლასები მონაწილეობდნენ.

კონკურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი ინტერესის გაღვივებას. მოსწავლეებს კონკურსის ფარგლებში ევალებოდათ ლიტერატურული ნაწარმოების შექმნა და თავიანთი შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენა.

გამარჯვებულები გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის შექმნილმა სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ აკადემიკოსი გარი ჩაფიძე.

სკოლის რვა მოსწავლის: ნუციკო შამათავას, დიანა ძანძავას, შაკო შარიას, მარიამ წულაიას, გიორგი დუმბაძეს, ომარი კვიტიას, მეგი წულაიასა და ელიზაბედ ესართიას ნამუშევრები განთავსდა წიგნში - „კვლავ გვინათე, როგორც ახლა გვინათ...“ .

თითოეულ მოსწავლესა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ შორენა ბერიშვილს სერტიფიკატები გადაეცათ.

ასევე სერთიფიკატი გადაეცა სკოლის დირექტორს - ნატო ესართიას.

სკოლა ამაყობს მისი აღზრდილებით და უსურვებს წარმატების მწვერვალების დაპყრობას.

„სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის მშობლებს თანადგომისთვის, მოსწავლეებს თავიანთი შემოქმედების წარმოჩენისთვის, მასწავლებელ  შორენა ბერიშვილს გაწეული მუშაობისთვის და მადლობა გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის თითოეულ წევრს, ჩვენი მოსწავლეების შემოქმედების სწორი შეფასებისთვის. წინ მოსწავლეებო, ახალი იდეებისა და შემოქმედებისკენ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„იაკობობაში“ მონაწილეობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა“
 
სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება