| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
ახლახან, სკოლის რუსული ენის წამყვანმა მასწავლებელმა - მარინა ლაფაურმა V კლასში განახორციელა პროექტი - „დედამიწა ჩემი სახლია“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტი ემსახურებოდა მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოების, თემის ცნობიერების ამაღლებას გლობალური დათბობის საფრთხეების შესახებ და გარემოს დაცვის, მასზე ზრუნვისა და მოფრთხილების მნიშვნელობის გააზრებას.
„ამით პროექტი გავიდა მდგრადი განვითარების მე-17 მიზნებზე. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა შეიტანეს გარკვეული წვლილი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში და პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან ტექნოლოგიების მასწავლებელს - დავით თედეიშვილს და კუჭატნის საჯარო სკოლის დირექტორს - ნინო მელქოშვილს.
აღსანიშნავია, რომ კუჭატნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა