| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მთელი ქუთაისი და განსაკუთრებით, მშობლიური, ქუთაისის N7 საჯარო სკოლა დირექტორს - ენდი ნემსიწვერიძეს ემშვიდობება. ღირსეული, ყველასთვის საყვარელი პიროვნება, გამორჩეული ხელმძღვანელი, ნიჭიერი და შემოქმედი ადამიანი, პოეტი - ეს მისი ღირსებების მცირე ჩამონათვალია. ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალება მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია.
კიდევ უფრო სულისშემძვრელია, რომ ენდი ნემსიწვერიძე საკუთარ დაბადების დღეზე მიევლინა სასუფეველს.
სკოლაში დირექტორს გლოვობენ და სამძიმრის წერილს ავრცელებენ.
„სიკვდილმა მახე დაუგო, მანამ ლექსებში იბალახა, რითმების მაჭრით დათვრა და მეორე წიგნის გამოშვებით სტრიქონთა სუფრა გაშალა მეორე სუფრა, დაბადების დღის სუფრა, შეკვეთილი, მაგრამ გაუშლელი დარჩა, დაპატიჟებული ხალხი დაუპატიჟებელთან ერთად მის ირგვლივ შემოიკრიბა. ხორცი სიკვდილს დარჩა, სული - უფალს.
შეძრული ვართ მე-7 საჯარო სკოლის კოლექტივი დირექტორის, კალმისა და სიტყვის ოსტატის, ბატონი ენდი ნემსიწვერიძის გარდაცვალების გამო. გარდაცვლა სკოლის დირექტორი ენდი ნემსიწვერიძე“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ეტალონის“ გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ ენდი ნემსიწვერიძის ოჯახს, სკოლას და მთელ ქუთაისს... ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ ასეთი ღირსეული და პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო და „კალმის ოსტატის“ ლექსს გიზიარებთ:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა